მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 10732 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მარტივი წინადადება  გ ა უ ვ რ ც ო ბ ე ლ ი ა  ან  გ ა ვ რ ც ო ბ ი ლ ი.

გაუვრცობელია მარტივი წინადადება, რომელიც მხოლოდ მთავარ წევრებს შეიცავს. მაგალითად:

1. ცხელოდა. 

2. ფიჭვი იდგა. 

3. სიო არხევდა ფოთლებს. 

4. ტყეს ჩრდილი მოეფინა. 

5. ვერხვი მუხას გადახვევს მკლავებს.

გავრცობილია წინადადება, რომელშიც მოიპოვება ერთი ან მეტი არამთავარი წევრიც. მაგალითად:

1. გზაში ძალიან ცხელოდა (კ. ლორთქ.).

2. განაპირა ქიმზე ფიჭვი იდგა. (ჭ. ამირ.). 

3. ნელი სიოს ოდნავ არხევდა ფოთლებს (გვეტ.). 

4. ტყესთან და თან ჩრდილი მოეფინა (ევდ.) .

5. ვერხვის დიდ მუხას გადახვევს მკლავებს (შანშ.).

პირველ სამ წინადადებაში ორ-ორი არამთავარი წევრია, მეოთხესა და მეხუთეში - თითო-თითო.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ ნაწყვეტები და გამოარკვიეთ, რომელი წინადადებაა გავრცობილი და რომელი გაუვრცობელი. შემდეგ გაუვრცობელი წინადადება გავრცობილად გადააკეთეთ. გავრცობილი - გაუვრცობელად და ნაწყვეტები ისე წაიკითხეთ.

1. თეთრი მთებიდან ცივი ნიავი გველამუნება უღრანი ტყე ღელავს. ქვევით ჭოტი გაჰკივის. აქეთ ახლოს ფრთოსნები ფართხალებენ. წიფლის ტოტზე ციყვი ცუღლუტობს. ტურები მიმხრჩვალი ძაღლებივით ყეფენ. ცხენები შორიახლოს ფრუტენებენ. ცეცხლი გიზგიზებს (ჯავახ.).

2. თენდებოდა. დასავლეთს ორიოდე ვარსკვლავი ოდნავ ციმციმებდა, თოვლით დაფენილი მინდორ-ტყე-ველი მკრთალ ლილისფრად შეიღება. აქა-იქ ბუხრებიდან ბოლი ამოდიოდა. პავლეს სახლის წინ ხალხი შეიკრიბა (ჯავახ.).


სავარჯიშო 2. მასწავლებლის მიერ მითითებელი თხზულებიდან  ამოიწერეთ მთავარ წევრთა შედგენილობით განსხვავებული (ე. ი. ერთ-, ორ-, სამ- და ოთხ- მთავარწევრიანი) ხუთი მარტივი გავრცობილი წინადადება. შემასმენელს ერთი სწორი ხაზი გაუსვით ქვეშ, ქვემდებარეს - ორი, პირდაპირ დამატებას - კლაკნილი, ირიბს - სწორი და  კლაკნილი. გამოარკვიეთ, არამთავარი წევრი, რომელმა მთავარ წევრს ავრცობს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ