უქვემდებაროა წინადადება, რომლის შემასმენელთანაც ქვემდებარე არ არის და არც გამოტოვებულად იგულისხმება:
ტყეში თანდათან ჩ ა მ ო ბ ნ ე ლ დ ა (გვეტ.).
პატარა ოთახში ც ხ ე ლ ო დ ა (გ. ფანჯ.).
მრგვალ დარბაზში საკმაოდ გ რ ი ლ ო დ ა (გოთ.).
მოსაცდელ დარბაზში თ ბ ი ლ ო დ ა (გ. ნატრ.).
უქვემდებარო წინადადების ზმნა-შემასმენელი ხშირად აღნიშნავს ბუნების მოვლენებს და იხმარება მხოლობითი რიცხვის მე-3 სუბიექტური პირის ფორმით, როგორც ეს მოყვანილ მაგალითებშია.
უქვემდებაროდ ხშირად იხმარება აგრეთვე ჯანმრთელობის ვითარების გამომხატველი ზმნები როგორიცაა: მაციებს, მაზმორებს, ცხვირს მაცემინებს, მახველებს, მაჟრჟოლებს, ტანში მზარავს, მასლოკინებს და სხვ.
ზოგიერთი ორპირიანი თუ სამპირიანი ზმნა ზოგჯერ კარგავს სუბიექტური პირის გაგებას და უქვემდებაროდ იხმარება. მაგალითად, დ ა ი ჭ ი რ ა (მან ჩიტი) ორპირიანი გარდამავალი ზმნაა, დ ა ა ს ხ ა (მან ყვავილს წყალი) - სამპირიანი, მაგრამ ორივე უქვემდებაროდ არის ნახმარი შემდეგ წინადადებებში:
იანვრის დამდეგს სუსხიანი ა მ ი ნ დ ი დ ა ი ჭ ი რ ა. (გვეტ.).
თ ა გ ვ ს ტანზე ჭირის ოფლი დ ა ა ს ხ ა (ვაჟა).
ზოგიერთ ექვემდებარო ზმნა-შემასმენელთან, იშვიათად ქვემდებარეც გვხვდება. მაგალითად, თ ო ვ ს და წ ვ ი მ ს ჩვეულებრივ უქვემდებარო ზმნებია, მაგრამ ზოგჯერ ქვემდებარითაც გვხვდება:
თ ო ვ ლ ი თ ო ვ ს, ჯიხვი ფეხს უცემს (ვაჟა).
წ ვ ი მ ა წ ვ ი მ ს იმათ თავზე (ვაჟა).
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები, და გამოარკვიეთ, რას აღნიშნავს უქვემედებარო წინადადების ზმნა-შემასმენელი. რომელი პირისა და რიცხვის ფორმით არის ნახმარი. აღნიშნეთ, რა და რა მთავარ წევრს შეიცავს თითოეული მათგანი.
1. ერთხელ ძლიერ დაცხა (ვაჟა).
2. უთოვლო ზამთარში სასიამოვნოდ დათბა. (გ. რჩ.).
3. დაუშვა კოკისპირული წვიმა (ვაჟა).
4. წვიმაში თოვლს ურევდა (ოტ იოს.).
5. დაიწყო გაბმული წვიმები და დაიჭირა სიცივეები (გოგ.).
6. ღამით ცოტაოდნად წამოეწვიმა (რ. ჯაფ.).
7. კაჭკაჭს გააცივა და გააცხელა შიშისაგან (ვაჟა).
სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. უქვემდებაროთ ზმნა-შემასმენელს სწორე ხაზი გაუსვით ქვეშ, პირდაპირ დამატებას - კლაკნილი, ირიბს - სწორი და კლაკნილი. გამოარკვიეთ, რამდენ მთავარ წევრს შეიძლება შეიცავდეს უქვემდებარ წინადადება.
1. დღესაც დილიდანვე ცხელოდა (არ სულაკ.).
2. ოდნავ, შეუმჩნევლად წინწკლავდა (თ. ჭილ).
3. ქარიანი ღამის შემდეგ ნამს დააგდებს ხოლმე (გოგ.).
4. იმ წელიწადს გორში ადრე გამოზაფხულდა (კ. ლორთქ.).
5. ამასობაში კი მთაში თოვლი ჩამოყარა (რ. ინან).
6. ზამთარში ფანჯრის მინებს შიგნიდან ოფლს დაასხამს ხოლმე (გოგ.).
7. წვიმის შემდგომ მადლიანად გამოიდარა (გოთ.)
8. არემარეს მხიარულად აწვიმს (მ. მაჭ.).
















