ხუთ ადგილას სამ-სამი თანხმოვანი იწარმოება: ერთი მჟღერი და ორ-ორი ყრუ.
ყრუ ბგერებში ერთი მკვეთრია და ერთი ფშვინვიერი.
- ბაგისმიერნი
- კბილისმიერნი
- წინა ნუნისმიერნი
- უკანა ნუნისმიერნი
- უკანა სასისმიერნი
მჟღერი - ბ დ ძ ჯ გ
ყრუ მკვეთრი - პ ტ წ ჭ კ
ფშვინიერი - ფ თ ც ჩ ქ
ამგვარად მიღებულია ხუთი ს ა მ ე უ ლ ი:
1) ბ, პ, ფ;
2) დ, ტ, თ;
3) ძ, წ, ც;
4) ჯ, ჭ, ჩ;
5) გ, კ, ქ.
სამაგიეროდ, სამ მჟღერს თითო ყრუ ბგერა მოეპოვება; ესენია წ ყ ვ ი ლ ე უ ლ ე ბ ი:
მჟღერი - ზ ჟ ღ
ყრუ - ს შ ხ
ზოგიერთ მჟღერს სრულებით არ გააჩნია თავისი ადგილის ყრუ ბგერა და განმარტოებით დგას ასეთებია: ვ, მ, ნ, რ, ლ.
ზოგ ყრუ თანხმოვანსაც აკლია სათანადო მჟღერი; ესენია: ჰ, ყ. ასეთ ბგერებს ც ა ლ ე უ ლ ე ბ ს ეძახიან