მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7587 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

კავშირის რაობა

 

კავშირი ჰქვია დამხმარე სიტყვას, რომელიც წინადადების ორ წევრს ან ორ წინადადებას აერთებს. კავშირებია: და, თუ, მაგრამ, ხოლო, ან, გინდა, თორემ, რომ, როცა, როდესაც, თუ არა, სანამ, რადგანაც, ვინაიდან, იმიტომ, რომ, რათა, რაკი, როგორც კი, თუნდ, ვიდრე, ე. ი. (ესე იგი), ანუ.

ზოგიერთი კავშირი (და, თუ, მაგრამ, ხოლო და სხვ.) აერთებს როგორც ორ სიტყვას, ისე ორ წინადადებას. მაგ: „მინდორი და ველი ყვავის“ (ერ.). აქ და აერთებს ორ წევრს; „კოდალა ხეს უკაკუნებს და ტოროლა ცაში გალობს“ (ერ.). აქ იგივე და ორ წინადადებას აკავშირებს.

ერთი ჯგუფი კავშირებისა მხოლოდ წინადადებებს აერთებს. ასეთი კავშირებია: რომ, როდესაც (როცა), თუ არა, სანამ, ვიდრე, როგორც კი, რადგანაც, რათა, რაკი და სხვ. მაგ: „ჩვენს ბავშვებს ეგონათ,  რ ო მ  ჭრიჭინა ფრინველივით პირითა მღერის“ (გოგ.).

სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები კავშირს გაუსვით ქვეშ ხაზი აღნიშნეთ, ორ წევრს აერთებს თუ ორ წინადადებას.

1. რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ (ხალხ.).

2. მოწმენდილი ცა გაკრიალებულიყო და მზის სხივი მთის წვერებს შესთამაშებდა (ყაზ.).

3. მტრედები გაკვრით მიდიოდნენ, ხოლო მწყერი კი მალე დაიღალა და ბალახებში ჩაეშვა (ვაჟა).

4. ჩიტებმა რომ დაგვინახეს, ჟივილით აიშალნენ და მოედვნენ ტყეს (ვაჟა).

5. იქნებოდა ღამის ცხრა საათი, როდესაც სოფელ ყანობს რამდენიმე შეიარაღებული ცხენოსანი და ორიოდე მარხილი მიუახლოვდა (ყაზ.).

6. კაცი თუ დედაკაცი, დიდი თუ პატარა თავგამოდებით მუშაობდა (ვაჟა).

7. ირმამ ვერ გაარკვია, თუ რომელი მხრიდან მოდიოდა ხმა (გვ.).

8. ჩემს სიტყვასაც გავაგებინებ, იმიტომ რომ შვილის სიტყვა მშობელს ყოველთვის ესმის (ჭავ.).

 

კავშირის ჯგუფები

 

კავშირი ორგვარია:  მ ა ე რ თ ე ბ ე ლ ი  და  მ ა ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე ბ ე ლ ი.

მაერთებელია კავშირი, რომელიც აერთებს ორ ერთგვარ წევრს, ან ორ ისეთ წინადადებას, რომლებიც ერთმანეთის მიმართ თანასწორია.

მაერთებელი კავშირებია: და, თუ, მაგრამ, ხოლო, ან, ანუ, ე.ი. (ესე იგი), ხან, გინდ, თუნდ, არამედ.

მაქვემდებარებელი კავშირი ყოველთვის ორ ისეთ წინადადებას კავშირებს, რომელთაგანაც ერთი ხსნის მეორეს. მაგ: „მტრედებმა შენიშნეს (რა?), რომ მონადირე იმათ სამტროდ არ მოდიოდა“ (ვაჟა). აქ მეორე წინადადება ხსნის პირველს.

მაქვემდებარებელი კავშირებია: რომ, როდესაც (როცა), თუ არა, სანამ, ვიდრე, როგორც, რადგანაც, ვინაიდან, იმიტომ რომ, რათა, რაკი.

დასახელებულ მაგალითში მაქვემდებარებელი კავშირი (რომ) იწყებს ამხსნელ წინადადებას, მაგრამ ხშირად ასეთი კავშირი თვით ამხსნელი წინადადების შიგნითაა. მაგ: „ეკალში ვარდი შევნიშნე,  ო ბ ლ ა დ  რ ო მ  ა მ ო ს უ ლ ი ყ ო“ (წერ).

ერთი წინადადება მეორისაგან მძიმით გამოიყოფა, თუ მათ შორის არ არის ნახმარი კავშირი და.


სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები. მაერთებელ კავშირს გაუსვით ქვეშ ერთი აზი, მაქვემდებარებელს - ორი.

ა) 1. ბულბულები ჭალებსა და ტყეებში საამურად უსტვენენ (გოგ.).

2. მზე ხან ამოაშუქებს, ხან თვალებს ხუჭავს (ევდ.).

3. ან მოგიყვან იმ ცხენს, ან თავს შევწირავ შენს მეგობრობას (წერ.).

4. მამამ ცალკე მიუალერსა თებროს, მაგრამ ის მაინც სლუკუნებდა (ვაჟა).

5. დაჭრილი იყო ონისე, ხოლო ზეზე იდგა ულა (ყაზ.).

6 ქვებს შუა ათასობით ეწყო თევზის პაწაწა კვერცხები, ანუ ქვირითი (გოგ.).

7. აღნიშნულ დროს, ესე იგი რვის ნახევარზე, მივედი თეატრში (ევდ.).

8. გინდ წადი, გინდ დარჩი (ევდ.).

ბ) 1. ღამე იყო გადასული

პირველ მამლის ყივილისა,

ერთ ქოხიდან რომ მოესმათ

ხმა ბარტყების წივილისა (მღვ.).

2. მთაში როცა თოვლი მოვა, ნადირი ალებს მოიტანს (ვაჟა).

3. გავედით თუ არა ქალაქიდან, ჩემ თვალწინ გადაიშალა მწვანე მინდორი (ევდ.).

4. როგორც კი კოდალა გაიგულა სხვაგან, გუგული მაშინვე იმის ბუდესთან დაერჭო (რაზ.).

5. ის წამდაუწუმ წყალს ითხოვდა, რათა გამშრალი პირი გაესველებინა (ყაზ.).

6. სანამ მწვადი შეიწოდა, ცხენსა მისცა საძოვარი (ხალხ.).

7. კარგა ხანმა გაიარა, ვიდრე მოთავენი რჩევაში იყვნენ (ყაზ.).

8. წყალი გუბდებოდა ოღრო-ჩოღროებში, რადგანაც გამძღარი მიწა ვეღარ ისრუტავდა (ყაზ.).

9. ყველას აშინებდა სიკვდილი, იმიტომ რომ საზრდოს შოვნა გაძნელდა (ვაჟა).

10. ვინაიდან ქარი ძლიერ ქროდა და თანაც თოვდა, იმ ღამეს იქ დარჩა. (ყაზ.)

11, სადაც ჰაერი ორთქლით ღარიბია, იქ თხელი ნამი იცის (გოგ).

12. რაკი ყველამ დაიძინა, სოფიო ისევ ადგა და გარეთ გავიდა (არაგ.).

13. უკეთეს ბინას ვერ ნახავ, გინდ მოვლო კიდით-კიდეო (წერ.).

14. თუნდაც მოკვდეს ქვეყნისათვის, ეგ სიკვდილი სიცოცხლეა (ჭავ.).

15. ნოდარი მას მოკეთებული დაუხვდა თუმცა ორი ჭრილობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული (გვ.).

16. მსხალს თვალი დარჩა იქით, საითკენაც ფითრი უჩვენებდა (რაზ.).

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ