მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 23338 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ზმნის რაობა

 

ზმნა ჰქვია მეტყველების ნაწილს, რომელიც მოქმედებას ან მდგომარეობას გამოხატავს.

მაგალითად, "მეცხვარე  ი ჯ დ ა  და სევდიანად სალამურს  ა კ ა კ ა ნ ე ბ დ ა" (რაზ.). ამ წინადადებაში ორი ზმნაა: ი ჯ დ ა  და  ა კ ა კ ა ნ ე ბ დ ა. პირველი მდგომარეობას გამოხატავს, მეორე - მოქმედებას.

გრამატიკაში მდგომარეობასაც მოქმედება ჰქვია. ამიტომ: ი ჯ დ ა,  ი დ გ ა,  ი წ ვ ა  და მსგავსი ზმნები მოქმედების გამომხატველ სიტყვებად ითვლება, მაშასადამე, ზმნა ჰქვია სიტყვას, რომელიც მოქმედებას გამოხატავს.

ზმნა ორგვარია:  პ ი რ ი ა ნ ი  და  უ პ ი რ ო.

პირიანია ზმნა, რომელიც რომელიმე პირის მოქმედებას გამოხატავს; მას პირის ნაცვალსახელი შეეწყობა: ვსწავლობ (მე), მღერი (შენ), მიდის (ის), ითამაშა (მან).

უპიროა ზმნა, რომელიც გამოხატავს მოქმედებას, მაგრამ რომელიმე პირისას არა. ამიტომ ასეთ ზმნას პირის ნაცვალსახელი არ ეწყობა: მ ღ ე რ ა,  დ გ ო მ ა,  ხ ა ტ ვა ,  მ ა ლ ვ ა,  წ ო ლ ა...

უპირო ზმნა იბრუნვის (ხატვა, ხატვა-მ, ხატვა-ს...), ამიტომ ასეთ ზმნას მოქმედების სახელს ან სახელზმნას ეძახიან.

ზმნა  პ ი რ ვ ე ლ ა დ ი ა  ან  ნ ა ს ა ხ ე ლ ა რ ი (სახელისგან ნაწარმოები).

პირველადია ზმნები:  დ გ ა ს,  წ ე ვ ს,  ზ ი ს,  წ ე რ ს,  ხ ტ ი ს,  ჭ რ ი ს  და სხვა...

ნასახელარი, ანუ სახელებისგან ნაწარმოები ზმნებია: აქვავებს, ათეთრებს, აერთებს, იჩემებს და სხვა..

პირიანი ზმნა წინადადებაში შემასმენელია.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ ნაწყვეტი. დაასათაურეთ და გადაიწერეთ. პირიან ზმნას ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, უპიროს კი - ორი.

მშობლებმა პატარა აკაკი მიაბარეს სავანელი გლეხის ცოლს - ძიძას. გლეხის ოჯახში აიდგა აკაკიმ ფეხი, აქ ამოიდგა ენა, აქ თამაშობდა ის ბურთს. მის მკვირცხლ თვალებს არ გამოპარვია არაფერი, რაც სოფელში ხდებოდა და კეთდებოდა. უყვარდა მინდორ-ველი. გათენდებოდა თუ არა, გარბოდა სოფლის მწყემსებისაკენ, ხვნა, თესვა, თოხნა, მკა - ყველაფერი შეისწავლა პაწია აკაკიმ. ერთ წუთს არ გაჩერდებოდა, არ შეეძლო უსაქმოდ გაჩერება. ერთხელ საჩეჩელსაც კი მიეპარა, რომელზედაც ხელებიც დაიკაწრა (ევდ.).


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები, გამოარკვიეთ, რომელი ზმნაა პირველადი და რომელი - სახელისაგან ნაწარმოები

1. ბუნება იმოსებოდა, ირთვებოდა და იკაზმებოდა (კლდ.).

2. ყველა დაწყნარდა და დამშვიდდა (ყაზ.).

3. მტრედები ჩაფრინდნენ, გული გაიგრილეს, პირი დაიბანეს, დაისვენეს და წავიდნენ ტყვიასავით პირდაპირ (ვაჟა).

4 ხეობა გაღრმავდა, დავიწროვდა, ამაღლდა, დაბნელდა (ჯავ).

5. ხოსრო მდარე ხილს ქვევრში ყრიდა და ამჟავებდა (გვ.).

6. მურია ღრინავს, ყეფს, ტრიალებს (რაზ.).

7. უცნობის ლანდები წინ გაუსწრებდა, ხან დაპატარავდებოდა, ხანაც მის ლანდს ეკვროდა (გვ.).


ზმნის პირი და რიცხვი

 

ზმნის გრამატიკული პირიპირი სამია გრამატიკაში: პირველი, მეორი და მესამე.

პ ი რ ვ ე ლ ი  პირისაა ფორმა, რომელშიც იგულისხმება - მე ან ჩვენ: ვისვენებ (მე), ვისვენებთ (ჩვენ); ვბრუნდები (მე), ვბრუნდებით (ჩვენ).

მ ე ო რ ე  პირისაა ფორმა, რომელშიც იგულისხმება - შენ ან თქვენ: ისვენებ (შენ), ისვენებთ (თქვენ); ბრუნდები (შენ), ბრუნდებით (თქვენ).

მ ე ს ა მ ე  პირისაა ფორმა, რომელშიც იგულისხმება - ის (იგი), მან, მას, ისინი (იგინი), მათ: ისვენებს (ის) დაისვენა (მან), სძინავს (მას), ისვენებენ (ისინი), დაისვენეს (მათ).


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. პირველი პირის ფორმას გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი მეორისას - ორი, მესამისას კი - კლაკნილი. ზეპირად აღნიშნეთ, რომელი ნაცვალსახელი არის ან იგულისხმება თვითეულ ფორმაში.

1. აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა (წერ.).

2. გაბმულხარ, ჩიტო, მახეში? გაჩერდი, ნუღარ ფრთხიალობ (წერ.).

3. ტყე ახმაურდა, აიშალა და ნელ-ნელა აყვავდა (ჯავ.).

4. ვგალობ და ვგალობ და იმით ვხარობ. (ჭავ.).

5. მთელი ღამე დავდიო- დით ველზე (ვაჟა).

6. მოდით, შვილნო, აქ მოგროვდით (ჭავ.).

7. ცხენები მიდგნენ-მოდგნენ, მაგრამ ადგილიდან არ დაიძრნენ (ცავ.).

8. მეგობრებო, წინ, წინ გასწით! ნუ შედრკება თქვენი გული! (ევდ.).


სავარჯიშო 2. გადაიყვანეთ (ზეპირად) პირველი პირის ფორმები მეორესა და მესამე პირში, მეორისა - პირველსა და მესამეში, მესამისა - პირველსა და მეორეში. აღნიშნეთ, რომელი ნაცვალსახელი იგულისხმება თითეულ ფორმაში.

1. კაკლის ძირში შევიყუჟენით (ლომ.).

2. წეღან ველის პირად გავედი დაღონებული (ვაჟა).

3. მზის ჩასვლისას ბავშვები დაბრუნდნენ თავთავიანთ სახლებში (ლომ.).

4. მინდორში ვცხოვრობ მე უზრუნველად (წერ.).

5. ტყეში ერთი მუხა იდგა (ვაჟა).

6. რა გზითაც დილას წასულხარ, ბრუნდები იმავ გზითაო (წერ.).

 

ზმნის რიცხვი

 

ზმნის პირიან ფორმებს ორი რიცხვი აქვს: მხოლობითი და მრავლობითი.

მ ხ ო ლო ბ ი თ ი ა  ფორმა, რომელიც გულისხმობს ერთი საგნის მოქმედებას: დარბის, მიფრინავს, ცურავს, მღერის.

მ რ ა ვ ლ ო ბ ი თ ი ა  ფორმა, რომელიც გულისხმობს მრავალი საგნის მოქმედებას: დარბიან, მიფრინავენ, ცურავენ, მღერიან.

პ ი რ ვ ე ლ ი  პირის ფორმას მხოლობითში ეწყობა მე, მრავლობითში - ჩვენ: მე ვცურავ, ჩვენ ვცურავთ.

მ ე ო რ ე  პირის ფორმას მხოლობითში ეწყობა შენ,  მრავლობითში - თქვენ: შენ სცურავ, თქვენ სცურავთ.

მ ე ს ა მ ე  პირისას მხოლობითში ეწყობა ის (იგი), მან ან მას, მრავლობითში - ისინი (იგინი) ან მათ - ის ცურავს, ისინი ცურავენ.


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ ნაწყვეტი. მხოლობითის ფორმას ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, მრავლობითისას - ორი.


ამოვიდა მზე. ნამი შეშრა ყანებზე. პეპლები აფრთხიალდნენ ყვავილებზე. ფუტკარიც აბზუილდა. დედა ნიბლია ნარზე იჯდა და გალობდა. ცოტა ხნის შემდეგ მამალი ნიბლიაც მოფრინდა. მათი ცხოვრება მშვიდად მიდიოდა. მალე ბარტყებიც გამოიჩეკნენ. დედა ნიბლია ხარობდა, დახტოდა და გალობდა, მამალი ნიბლია ჩვეულებისამებრ მინდორში დაფრინავდა საჭმლისათვის. მალე პატარა ნიბლიიბი წამოიზარდნენ და დაფრთიანდნენ.


სავარჯიშო 2. გადააკეთეთ ზმნის მხოლობითის ფორმები მრავლობითად, მრავლობითისა კი - მხოლობითად და მაგალითები ისე გადაიწერეთ. აღნიშნეთ (ზეპირად), რომელი პირის ფორმებია და რომელი ნაცვალსახელი ეწყობა მათ.

1. მე, შეშინებული, ტყეში გადავხტი (ვაჟა).

2. არხეინად დაებრუნდით სახლში და ღამე ლამაზად დავიძინეთ (რაზ.).

3. გაიხარეთ, ძმებო, გაიხარეთ! იგალობეთ, ძმებო, იგალობეთ! (რაზ.).

4. ჩავიარეთ შამბზე და ჩავედით ხევში (ვაჟა).

5. მოდი, შვილო, ჩადექ წყალში (ვაჟა).

6. შემკრთალი ბეღურები ღობეზე აფრინდნენ (ევდ.).

7. მტრედი ვენახში შეფრინდა (ვაჟა).

8. მგლები სიმშილით დაძრწოდნენ და ყმუოდნენ (ვაჟა).

9. ნუ შიშობთ გადავფრინდები, საზამთროდ თბილსა მხარესა (წერ).

 

პირთა რაოდენობა ზმნის ერთ ფორმაში

 

პირთა რაოდენობის მხედვით ზმნები სამგვარია: ერთპირიანი, ორპირიანი და სამპირიანი.

ზმნის ზოგიერთ ფორმაში ერთ-ერთი პირია წარმოდგენილი, ზოგში - ორი, ზოგშიც - სამი. მაგალითად, შევუპირისპიროთ ერთმანეთს ასეთი ფორმები:  ვ ი მ ა ლ ე ბ ი - გ ე მ ა ლ ე ბ ი - გ ი მ ა ლ ა ვ.  ამათგან  ვ ი მ ა ლ ე ბ ი  მარტო ერთი პირის გაგებას იძლევა; ეს პირი პირველია (ვიმალები მე);  გ ე მ ა ლ ებ ი  ორ პირს შეიცავს: პირველსა და მეორეს (გემალები მე შენ); გ ი მ ა ლ ა ვ - სამს; პირველს, მეორესა და მესამეს (გიმალავ მე შენ მას).

თუ ზმნის ფორმაში მარტო ერთი პირი იგულისხმება, ის ერთპირიანია; თუ ორი პირი იგულისხმება, ფორმა ორპირიანია; თუ სამი პირი -  სამპირიანი.

მაშასადამე, ვ ი მ ა ლ ე ბ ი (მე) ერთპირიანი ზმნაა, გ ე მ ა ლ ე ბ ი (მე შენ) - ორპირიანი, გ ი მ ა ლ ა ვ  (მე შენ მას) - სამპირიანი.


სავარჯიშო. წაიკითხეთ მაგალითები. აღნიშნეთ. რამდენ-რამდენი პირია თითეულ ზმნის ფორმაში და რომელი:

ა) 1 შიმშილისაგან მგლის ლეკვი მოკვდა.

2. შიმშილისაგან მგელს ლეკვი მოუკვდა.

3. შიმშილმა მგელს ლეკვი მოუკლა.

ბ) 1. ხის ტოტები ირხეოდნენ.

2. ნიავი ხის ტოტებს არხევდა.

3. ნიავი ხეს ტოტებს ურხევდა.

გ. 1. მეგობარმა წერილი გამომიგზავნა.

2. მეგობარმა წერილი გაგზავნა.

3. წერილი გაიგზავნა.

 

ზმნის პირთა რაოდენობის გამორკვევის ხერხი

 

რომ გამოვარკვიოთ, თუ რამდენპირიანია ზმნა, მას უნდა შევუწყოთ პირის ნაცვალსახელები უთანდებულოდ (თანდებულის გარეშე) : მე, შენ, ის, მან, მას, ჩვენ, თქვენ, ისინი, მათ და ამათგან რამდენი ნაცვალსახელიც შეეწყობა, იმდენპირიანი იქნება ზმნა,

მაგ: ც ხ ო ვ რ ო ბ ს: ზმნას ეწყობა მხოლოდ ის ნაცვალსახელი, მაშასადამე, ზმნა ყოფილა ერთპირიანი.  ა ი ღ ო: ზმნას ეწყობა ორი ნაცვალსახელი: მან ის, მაშასადამე, ზმნა ყოფილა ორპირიანი.  ა მ ი შ ე ნ ა: ეწყობა სამი პირი: მან მე ის, მაშასადამე, ზმნა ყოფილა სამპირიანი.

ერთპირიანი ფორმებია: ზის (ის), ცელქობს (ის), დავდივარ (მე), იზრდები (შენ), ვხარობთ (ჩვენ), მიემგზავრებით (თქვენ), სხედან (ისინი), სძინავს (მას) და სხვა...

ორპირიანი ფორმებია: მნახა (მან მე), დავწერე (მე ის), აიშენე (შენ ის), წაგიყვანა (მან შენ), მოგძებნეს (მათ შენ), წაგიღიათ (თქვენ ის) და სხვა...

სამპირიანი ფორმებია: ამიშენა (მან მე ის), გავუკეთე (მე მას ის), გკითხოს (მან შენ ის), გამოუგზავნეს (მათ მას ის), დაუგრეხს (ის მას მას), შეუკერა (მან მას ის) და სხვა...


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები გამოარკვიეთ, რა ნაცვალსახელები შეეწყობა ზმნებს და ამის მიხედვით გამოიცანით თითეული მათგანის პირთა რაოდენობა.

1. მზე კაშკაშებდა (ევდ.).

2. გაშმაგებული ფუტკრები მინდვრის კეკლუცთ თავს ევლებოდნენ (ყაზ).

3. ტყე ჩურჩულებს, ნიავი ფუსფუსებს (ჯავ.).

4. ვერ შეგელევით, მალხაზო, აგაცდენთ ყოველ გასაჭირს, სულ შაქრით ჩაგიტკბარუნებთ მაგ პაწაწინა ყელს და პირს (წერ).

5. მზე უხვად აფრქვევდა სხივებს ამწვანებულ სოფელს (გვ.).

6. ჩიტები ჟივილით აიშალნენ და მოედვნენ ტყეს. (ვაჟა).

7. ღამე გამოეთხოვა ქვეყანას (ჭავ).

8. სპილოს ლომსავით ცალკე ცხოვრება არ მოსწონს (გოგ.).

9. ცისკრის სხივებმა შეგმოსა და ნამმა გადაგბანაო, დილის ნიავმა დაგქროლა, ალერსით გითხრა ნანაო! (წერ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. ერთპირიან ფორმას ერთი საზი გაუსვით ქვეშ, ორპირიანს - ორი, ხოლო სამპირიანს - კლაკნილი.

1. ჰაერში სითბო დატრიალდა (რაზ.).

2. ტალღები ნელ-ნელა არწევენ ნაპირებზე ყვავილებს (ევდ.).

3. მხედარმა ცხენი საძოვარზე გაუშვა (ვაჟა).

4. მზე ჩაიწურა და მოეფარა მთებს (ვაჟა.).

5. კარები შევაღე ღა შევედი (ჯავ.).

6. ბუხართან კატა კრუტუნებდა (რაზ.).

7. მონადირემ უწყალოდ მოუსპო სიცოცხლე ამ პატიოსან პირუტყვებს (ყაზ.)

8. ქორმა წიწილა წაიღო (ვაჟა).

9. გადმომიჭირა, გაღმომკრა, მოტეხა თეძოს თავიო (ხალხ.).

10. მთვარემ ბადესავით გადააფარა ტყეს თავისი სხივები (ვაჟა).

11. მთის ნიავი ჭალას აშრიალებს (ჯავ.).

12. ყველაფერი მის თვალწინ იბადება, იზრდება, იშლება, იფურჩქნება, აყვავდება (წერ.).

 

სუბიექტური და ობიექტური პირი

 

ერთპირიან ზმნაში მოქმედია პირველი, მეორე ან მესამე პირი. მაგ:  ვ ი მ ა ლ ე ბ ი (მე): მოქმედია პირველი პირი.  ი მ ა ლ ე ბ ი (შენ): მოქმედია მეორე პირი.  ი მ ა ლ ე ბ ა (ის): მოქმედია მესამე პირი.

ორპირიან ზმნაში ერთი პირი მოქმედია, მეორე - უმოქმედო. მაგ: ორპირიანია გხატავ (მე შენ). აქ მოქმედებს პირველი პირი, მეორე პირი კი უმოქმედოა, ის პირველი პირის მოქმედების საგანია.  მ ხ ა ტ ა ვ (შენ მე): ამ ფორმაში მოქმედია მეორე პირი, პირველი კი მოქმედების საგანია.

სამპირიან ზმნაში ერთი პირი მოქმედია, ორი კი - უმოქმედო. მაგ: სამპირიანია  მ ო გ ი ტ ა ნ ე (მე შენ ის) აქ მოქმედია პირველი პირი, მეორე და მესამე კი უმოქმედოა.

მაშასადამე. პირი ორგვარია:  მ ო ქ მ ე დ ი  და  უ მ ო ქ მ ე დ ო.

მოქმედ პირს ს ი ბ ი ე ქ ტ უ რ ი ჰქვია, უმოქმედოს კი - ო ბ ი ე ქ ტ უ რ ი .

ერთპირიან ზმნაში, ჩვეულებრივ, (ერთი) სუბიექტური პირია, ორპირიანში კი ერთი პირი სუბიექტურია და მეორე ობიექტური.

სამპირიან ზმნაში ერთი სუბიექტურია და ორი ობიექტური.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები. გამოარკვიეთ, რამდენ პირიანია ზმნა და რომელია სუბიექტური პირი და რომელი - ობიექტური.

1. მურია, ღრინავს, ყეფს, ტრიალებს (რაზ.).

2. მე ჩემს ლექსს წაგიკითხავ, შენ კი შენი ლექსი წაიკითხე (ევდ.).

3. დილაობით ნამები შეგროვდებოდნენ იის ლებზე (რაზ.).

4. განთიადი ნელა შლიდა ფრთებს (ქიაჩ.).

5. ყველაფერს გაზაფხუფოთლის ფერი დასდებია (ვაჟა).

6. შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული (ჭავ).

7. ცისკრის სხივებმა შეგმოსა და ნამმა გადაგბანაო (წერ.).

8. გოჩამ გაკვირვებით გადმოხედა შვილს (ქიაჩ.).

9. ჯავრი უკლავს კლდეს გულს (ვაჟა).

10. ცას ცრემლი ნაკადულად გადმოსცვივდა (ყაზ.).

სავარჯიშო 2. წაიკითხეთ ნაწყვეტი. მონახეთ ზმნები, შეუწყვეთ პირის ნაცვალსახელები და ისე გადაიწერეთ (ნაცვალსახელი ფრჩხილებში ჩასვით). სუბიექტური პირის აღმნიშვნელ ნაცვალსახელს გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი, ობიექტურისას - ორი.

ზაფხულში სიმინდს დათვი შემოეჩვია. პავლემ დათვს კვალი აუღო და ღამით - ჩაუსაფრდა. ნიკაც თან ახლდა დათვმა ჩასაფრებულთა სუნი ვერ აიღო, გამოვიდა და თან ორი ბელი, ორი პატარა ბოკვერი გამოიყვანა.

მთვარე იქაურობას მკრთალად ანათებდა. მამა და შვილი ბუჩქის ძირში იდგნენ. დათვმა თითქოს ხიფათი იგრძნო, შედგა და გაინაბა. მამა და შვილი გატვრინდნენ. ცოტა ხნის შემდეგ დათვი ღობეზე გადმოვიდა და ორივე ბელიც გადმოჰყვა. პავლემ ნიკას ჩასჩურჩულა: - ბელს თავი დაანებე, დედას ესროლე...

ისევ მოისმა ფაჩუნი თავჩღუნული დათვი ჰაერს სუნავდა და ფრთხილად მობობღავდა. პავლემ ნიკას ნიდაყვი წაჰკრა. ორივემ დაუმიზნა. ორმა ცეცხლმა გაიელვა, ორმა თოფმა იგრიალა და ის გრიალი ტყეს ქუხილად მოედო. იმავ წუთს დათვის ღრიალმაც გააყრუა ტყე. დაჭრილი დათვი უკანა ფეხზე ატორტმანდა და ბღავილით და ხრიალით წამოვიდა. პავლემ ნიკას მიაძახა: - გატენე თოფი! და თვითონ მარცხენა ხელით ბეწვიანი ქუდი დათვს პირში მისცა, ხოლო ადლიანი ხანჯალი მარცხენა ხელით ყელში გაუყარა (ჯავ.).

 

ობიექტური პირების გარჩევა

 

სამპირიან ზმნაში, როგორც ვიცით, ერთი სუბიექტური და ორი ობიექტური პირია გამოხატული. მაგალითად, დ ა გ ი ხ ა ტ ე (მე შენ ის) ფორმაში პირველი პირი სუბიექტურია, მეორე და მესამე - ობიექტური.

მაგრამ ობიექტურ პირებს შორის განსხვავებაა, სახელდობრ: მესამე ობიექტური პირი მოქმედების უშუალო საგანია, მას მოქმედება პირდაპირ ეხება, მეორე ობიექტურ პირს კი - ირიბად, ანუ არაპირდაპირ.

ობიექტურ პირს, რომელიც უშუალო მოქმედების საგანია, პირდაპირი ჰქვია, ხოლო იმ ობიექტურ პირს, რომელიც უშუალო მოქმედების საგანი არ არის, რიბი ეწოდება.

მაშასადამე,  დ ა გ ი ხ ა ტ ე  ზმნაში პირველი პირი სუბიექტურია (დაგიხატე მე), მესამე - პირდაპირი (დაგიხატე ის), ხოლო მეორე ირიბია (დაგიხატე შენ).

ორპირიან ზმნაში ერთი პირი სუბიექტურია, მეორე - ობიექტური: პირდაპირი ან ირიბი. პ ი რ დ ა პ ი რ ი ა, თუ ობიექტური პირის ფარდი სახელი ზმნას  რა  ქ ნ ა  კითხვაზე სახელობითის ფორმით ეწყობა, და ირიბია, თუ ასეთი სახელი მიცემითშია.

მაგალითად: ვხატავ შე მას, ვემალები მე მას. ორივე ფორმაში პირველი პირი სუბიექტურია, მესამე ობიექტური, მაგრამ როგორი - პირდაპირი თუ ირიბი? დავსათ კითხვა: რა უქენი? - დავხატე მე ის, დავემალე მე მას. ობიექტური პირის ფარდი სახელი პირველ ზმნას სახელობითი ფორმით შეეწყო (დავხატე მე ის), მეორესთან კი კვლავ მიცემითში დგას (დავემალე მას).

მაშასადამე, ობიექტური პირი  ვ ხ ა ტ ა ვ - დ ა ვ ხ ა ტ ე  ზმნასთან პირდაპირია, ვ ე მ ა ლ ე ბ ი - დ ა ვ ე მ ა ლ ე ს  ზმნასთან კი - ირიბი.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები. გამოარკვიეთ, რამდენ პირიანია ზმნა და რომელია ობიექტური პირები; გამოარკვიეთ აგრეთვე, ობიექტურ პირთაგან რომელია პირდაპირი და რომელი ირიბი.

ა) 1. აპრილის პირმცინარე მზე დედამიწას საგაზაფხულო სხივებით გულ-მკერდს უქარგავდა (ქიაჩ.).

2. შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული (ჭავ.).

3. კოდალა ბეჯითად აცლიდა ჭია-მატლებს დაზიანებულ ხეებს (რაზ.).

4. მთვარემ ბადესავით გადააფარა ტყეს თავისი სხივები (ვაჟა).

5. ვანომ გრძნობიერი წერილი მისწერა დედ-მამას (ვაჟა).

6. პატარა მაროს ძმამ მერცხლის ბარტყი მიუყვანა (გოგ.).

7. შრომის ოფლი მიწას ვაწვიმოთ (ჭავ.).

ბ) 1. მზე ცის დასავალს ეფარებოდა (ჯაფ.).

2. ნელი სიოს ოდნავ არხევდა ფოთლებს (გვ.).

3. გაფრენილ ქორს ბაზიერები დაედევნენ (წერ.).

4. გორაკის მცველები თანდათან აძლიერებდნენ ცეცხლს (გვ.).

5. მთის ნიავი ჭალებს აშრიალებს (ჯავ.).

6. გაზაფხულმა მეც გამომაცოცხლა, საერთო სიხარულში ჩამაბა (ვაჟა).'"


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. სუბიექტურ პირთან შეწყობილ სახელს გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი, პირდაპირობიექტურთან შეწყობილს - ორი, ხოლო ირიბობიექტურთან შეწყობილ სახელს - კლაკნილი.

ა) 1. ირაკლიმ სიხარულით ჩამოართვა ხელი მირზას (გვ.).

2. ყველამ თვალი კოდალას მიაპყრო (ვაჟა.).

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ