მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 24475 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ზედსართავი სახელის რაობა

* * * * * * *

 

ზედსართავი სახელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც ახლავს არსებით სახელს და გამოხატავს მის ნიშან-თვისებას.

მაგალითად: ქვა შეიძლება იყოს: დიდი, პატარა, მძიმე, მჩატე, შავი, სველი, ბრტყელი, მრგვალი, ხავსიანი, უხავსო და სხვანაირიც... ეს სიტყვები ზედსართავი სახელებია, რადგან დაერთვის არსებით სახელს და გამოხატავს მის ნიშან თვისებას.

მაგალითად - სიტყვა "ბრტყელის" ცნება თავისთავად, რამე საგნის გარეშე (ქვის, ხის და სხვა..) არ არსებობს. ამიტომ ვამბობთ, რომ ზედსართავი სახელი არის საგნის ნიშნის გამომხატველი სიტყვა.

ზედსართავი სახელის კითხვებია:

როგორი? (ან რანაირი) - მზიანი დღე, ცხელი ზაფხულილ

რომელი? - უფროსი (ძმა),  პატარა (ბავშვი);

სადაური? - ქალაქელი (კაცი), აქაური (ხილი);

როდინდელი? - შარშანდელი (ამბავი), გუშინდელი (დღე);

 

ჯგუფები

* * * * * * *

 

ზედსართავი სახელი შეიძლება იყოს ვითარებითი და მიმართებითი.

ვითარებითია - (პირველადი; ძირეული) ზედსართავი სახელი: დიდი, თეთრი, შავი, შაღალი, მწარე, გრძელი, წვრილი და სხვა...

ჩვეულებრივ, ასეთი ზედსართავი სახელი საგანს ისეთი ნიშნის მიხედვით ახასიათებს, რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სხვადასხვა ხარისხით (ე. ი. მეტ-ნაკლები ოდენობით): დიდი - უდიდესი, შავი - უშავესი, მწარე - უმწარესი და სხვა..

მიმართებითია - (მეორეული; წარმოქმნილი) ზედსართავი სახელი, თუ საგნის ნიშანი, რომელსაც ის გამოხატავს, სხვა საგანთან მიმართებით არის ნაგულისხმევი: ხავსიანი, ქუდიანი და ა.შ...

მაგალითად, როდესაც ვამბობთ „ხავსიანი ქვა“, ვასახელებთ ქვის ისეთ ნიშანს („ხავსიანობას"), რომელიც სხვა საგნის („ხავსის“) წარმოდგენასთანაა დაკავშირებული. ამ შემთხვევაში ხავსი არსებითი სახელია, ხავსიანი (ქვა) კი მისგან წარმოქმნილი ზედსართავი სახელი, რომელიც საგანს (ამ შემთხვევაში ქვას) ახასიათებს ძირეული სიტყვით აღნიშნულ საგანთან (ხავსი) მიმართებით.

მიმართებითი ზედსართავი სახელი საგანს ახასიათებს, ისეთი ნიშნის მიხედვით, რომელიც ხარისხებს მოკლებულია.

შენიშვნა. ზოგიერთ შემთხვევაში მიმართებითი ზედსართავი სახელი ვითარებითად არის ქცეული და ხარისხებსაც აწარმოებს: ჭკუა - ჭკვიანი - უჭკვიანესი; ძალა - ძლიერი - უძლიერესი და სხვა....

წარმოქმნილი ზედსართავი სახელები - მიმართებითი ზედსართავი სახელი წარმოქმნილია თვით ზედსართავისგან ან ან სხვა მეტყველების ნაწილებისგან. მაგალითად:

უძველესი - ნაწარმოებია ზედსართავი სახელისგან - ძველი;

ქუდიანი - ნაწარმოებია არსებითი სახელისგან - ქუდი;

მხეცური - ნაწარმოებია რიცხვითი სახელისგან - მხეცი;

ჩვენებური - ნაწარმოებია ნაცვალსახელისგან ჩვენ;

გუშინდელი - ნაწარმოებია ზმნიზედისაგან - გუშინ;

მიმართებითი ზედსართავი სახელი იწარმოება ბოლოსართებით (სუფიქსებით) - (ხავს-იან-ი, სვან-ურ-ი) ან წინსართ-ბოლოსართებით (პრეფიქს-სუფიქსებით) - (-ძლიერ-ეს-ი, სა-ერთ-ო, უ-ენ-).

შენიშვნა. მიმართებითი ზედსართავი სახელები ნაწარმოებია, ვითარებითი კი პირველადიც არის და ნაწარმოებიც. ამიტომაც მათ გასარჩევად უნდა დავუკვირდეთ, შეუძლია თუ არა ხარისხის წარმოება წარმოქმნილ ზედსართავ სახელს. 

თუ მას ერთ-ერთი ხარისხის ფორმა მაინც ეწარმოება, უკვე ვითარებითია (ლურჯი → მო-ლურჯ-ო); თუ მას არ ეწარმოება არც ერთი ხარისხის ფორმა, მიმართებითია (ბეწვიანი, უქარო...).

შინაარსის მიხედვით წარმოქმნილი ზედსართავი სახელები შეიძლება აღნიშნავდეს: ყოლა-ქონებას, უყოლობა-უქონლობას, სადაურობას, დანიშნულებას, ხარისხს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ