წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

ლოგიკური ამოცანებილოგიკური ამოცანები




—  —  —  —  —  —  —  —  —  —

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები



—  —  —  —  —  —  —  —  — 

თაფლის შესახებ
თაფლი - ყველაფერი თაფლის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

საათები
საათების ონლაინ მაღაზია

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი
ვებ კატალოგი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

 
  ნანახია 4761 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მორფოლოგიურად სიტყვები ორგვარია: ფ ო რ მ ა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ი  და  ფ ო რ მ ა უ ც ვ ლ ე ლ ი.

ფორმაცვალებადია სიტყვა, რომელიც მეტყველებაში იცვლის თავის გარეგნობას ანუ ფორმას. მაგალითად: ბავშვი, ბავშვმა, ბავშვს, ბავშვის, ბავშვით, ბავშვად... ხატავს, ხატავენ, ხატავდა, ხატავდეს, ხატავდნენ... ორივე სიტყვა ფორმაცვალებადია.

ფორმაუცვლელია სიტყვა, რომელიც ყოველთვის ერთი სახით იხმარება, ე.ი. არ იცვლის თავის გარეგნობას. ფორმაუცვლელი სიტყვებია: აქ, იქ, გუშინ, ხვალ, მაგრამ, რომ, თუ, ხოლო, ხოლმე, თურმე და სხვა.

ფორმაცვალებადი სიტყვა ბევრია ენაში, ფორმაუცვლელი - ცოტა.

სრულმნიშვნელოვან (დამოუკიდებელ) სიტყვათა დიდი ნაწილი ფორმაცვალებადია. მცირე ნაწილი - ფორმაუცვლელი, დამხმარე სიტყვები და შორისდებულები კი ყველა ფორმაუცვლელია.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ (ზეპირად), რამდენი სიტყვისაგან შედგება თითეული წინადადება და როგორია ეს სიტყვები (ფორმაცვალებადი თუ ფორმაუცვლელი, სრულმნიშვნელოვანი თუ დამხმარე).

1. ზურა და სულხანი ისევ გზას გაუდგნენ, ყურშა კი არსენას ძებნას შეუდგა. (ჯავახ.).

2. წვიმამ გადაიღო, მაგრამ ცაზე მზე მაინც არა ჩანდა. (ვაჟა).

3. გარეთ ცხენები ხვიხვინებდნენ. (გვეტ).

4. ოქროპირი გვიან დაბრუნდა. (გვეტ).

5. გვრიტი ხან აქეთ აწყდებოდა, ხან იქით. (გოგ).

6. კოდალა დაფრინავდა მარჯვნივ და მარცხნივ. (ვაჟა).

7. მამამ ცალკე მიუალერსა თებროს, მაგრამ ის მაინც სლუკუნებდა. (ვაჟა).

8. ორი კურდღლის მდევარი ერთსაც ვერ დაიჭერსო. (ანდ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები, ფორმაცვალებად სიტყვას ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, ფორმაუცვლელს - ორი.

1. მონადირემ თოფის სროლა ვერ მოასწრო. (გოგ).

2. ეგ აღარ მომაგონდა. (ჭავჭ).

3. ბავშვები უკვე აშლილიყვნენ. (ა. ბელ).

4. ნუთუ გული აიყარა თავის საყვარელ შვილზე? (ვაჟა).

5. ვერც ვუკრავ, ვეღარცა ვმღერი (წერ).

6. ფუ! კინაღამ გავბრიყვდი! (ლომთ).

7. არიქა, გავიქცეთ (ლორთქ).

8. განა ლუარსაბი ბედნიერი არ იყო? (ჭავ).

9. ნეტავ სად მიდის მელია, თუ ჭკვა არ გამოელია? (ვაჟა).

10. ვაშა, ყოჩაღ, კოდალა! (ვაჟა).

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ჰოროსკოპები - Aura.Ge

 

ტესტები

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

გონივრული არჩევანი

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

Loading...

წყლის შესახებ
ყველაფერი წყლის შესახებ