მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6283 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ენის შემსწავლელ მეცნიერებას ენეთმეცნიერება ჰქვია. მისი ერთ-ერთი დარგია გრამატიკა, რომელიც არის მეცნიერება ენის აგებულების შესახებ. იგი იკვლევს სიტყვათა თვისებებს, მათი ცვლილებისა და წინადადებაში ერთმანეთთან დაკავშირების წესებს.

მორფოლოგია არის გრამატიკის დარგი (ნაწილი), რომელიც შეისწავლის სიტყვის ფორმებს და მათ მნიშვნელობებს; იგი არკვევს, თუ როგორ იცვლება სიტყვა და რა მნიშვნელობა ეძლევა მას სხვადასხვა ცვლილების დროს (ფორმაცვალების წესები).

ორთოგრაფია (მართლწერა) არის სალიტერატურო ენაში სიტყვათა სწორად წერის დადგენილი წესები.

წინადადებაში გამოყენების თვალსაზრისით სიტყვები ორგვარია: დამოუკიდებელი და დამხმარე.

დამოუკიდებელი სიტყვა სრულმნიშვნელოვანი სიტყვაა: ცალკე გავიგონებთ მას, თუ სხვა სიტყვებთან დაკავშირებით, მაინც გვექნება გარკვეული წარმოდგენა.

სრულმნიშვნელოვანი სიტყვა წინადადების წევრია. მაგალითად: "არწივმა გაშალა თავისი ღონიერი ფრთები". ამ წინადადებაში ხუთი დამოუკიდებელი ანუ სრულმნიშვნელოვანი სიტყვაა. ყველა ისინი წინადადების წევრებია.

დამხმარეა სიტყვები, რომელთაც ცალკე აღებულთ არა აქვთ მნიშვნელობა და არც იხმარებიან, მაგრამ წინადადებაში მეტად საჭირონი არიან.

ისინი ეხმარებიან სხვა სიტყვებს - მნიშვნელობას უცვლიან წინადადების წევრს ან მთელ წინადადებას; კავშირს აბამენ წინადადების წევრებსა თუ წინადადებებს შორის.

ასეთი სიტყვებია: და, თუ, რომ, როცა, მაგრამ, სანამ, არ, თურმე, ვერ, განა, და სხვა...

მაგალითი 1.  გ ა ნ ა  დამხმარე სიტყვაა, ცალკე არას გვეუბნება. მაგრამ წინადადებაში ის გარკვეულ როლს ასრულებს:

გ ა ნ ა  შენი ამხანაგი წავიდა გუშინ?

შენი ამხანაგი  გ ა ნ ა  გუშინ წავიდა?

შენი ამხანაგი  გ ა ნ ა  წავიდა გუშინ?

განა  სამივე შემთხვევაში გამოხატავს კითხვას, მაგრამ ეს კითხვა პირველ მაგალითში  შ ე ნ ს   ა მ ხ ა ნ ა გ ს  ეხება, მეორეში - წ ა ს ვ ლ ი ს  დ რ ო ს, მესამეში - წ ა ს ვ ლ ა ს.

მაგალითი 2. „მთა  დ ა  ბარი ამწვანდა“ აქ და ორ სიტყვას აერთებს, ცალკე კი მას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. სულ სხვაა და სიტყვა ასეთ წინადადებაში: „ჩემი  დ ა  თბილისში სწავლობს", აქ და სრულმნიშვნელოვანი სიტყვაა. ის წინადადების წევრია.

სხვა მაგალითები:

მინდორი  დ ა  ველი ყვავის. (ერ.).

დიდი  თ უ  პატარა თავგამოდებით მუშაობდა. (ვაჟა).

შაშვმა დაინახა,  რ ო მ  მტერი იყო. (ვაჟა).

მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი,  რ ო ც ა  ბატონმა სახლს მომაშორა" (ჭავ.).

დ ა,  თ უ,  რ ო მ,  რ ო ც ა - ყველა კავშირია. ამათგან  დ ა  და  თ უ  ორ წევრს აერთებს, რ ო მ  და  რ ო ც ა - ორ წინადადებას, ცალკე კი ეს სიტყვები არაფერს გვეუბნება.


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები, სრულმნიშვნელოვან სიტყვებს გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი, დამხმარე სიტყვებს - ორი.

1. მოვიდა ზამთარი და მოიტანა თოვლი (ჭავ.).

2. ხან წვიმდა, ხან თოვდა (რაზ.).

3. ღრუბლიანი, მაგრამ წყნარი დღე იყო (ევდ.).

4. თოვლი რომ გადაიღო, ბევრ ხანს არ გაუვლია, ყინვამ მოუჭირა (ჭავ.).

5. დიდი თუ პატარა თავგამოდებით მუშაობდა (ვაჟა).


სავარჯიშო 2. ამოიწერეთ ქვემოთ მოყვანილი ნაწყვეტიდან დამხმარე სიტყვები:

ეფემიამ განჯინა მარდად გააღო, სათაგურს სწრაფად ხელი დაატანა. შიგ თაგვი შენიშნა, ხოლო სხვა თაგვები ვერ დაინახა, რადგან განჯინაში ბნელოდა. სათაგური გადმოიღო და - აი საკვირველება! - მთელი აკიდო თაგვებისა თან გამოჰყვა. თაგვები მაგრად ჩასჭიდებოდნენ ერთმანეთს ამხანაგის საშველად, მაგრამ, რადგან შველა აღარ შეიძლებოდა, უშვეს ხელი ერთმანეთს, ზოგი აქეთ ეცა, ზოგი იქით. ცქმუნა კაპიტან მიხეილს მიახტა ზედ გულზე, და იმან ხმლისკენ წაიღო მტრის მოსაგერიებლად ხელი ჩეეულებისამებრ, მაგრამ ამ დროს ზედ არ შერჩა, ფხორა მამასახლისის წვნიან ჯამში ეცა და სულ დაიბუგა ფეხები; ბეცა თვალ-პირში ეცა ღნავალას, რომელსაც გზირი სოსია სთავაზობდა გამოხრულ ძვლებს, მაგრამ იმან, თითქოს აქ არაფერიაო, ყურიც არ გაიბერტყა (ვაჟა).

 

სულიერი განწყობილების გამომხატველი სიტყვები

 

არის ერთი ჯგუფი სიტყვებისა, რომლებიც დამოუკიდებლად იხმარება, მაგრამ წინადადებაში წევრად არ შედის. ეს არის სულიერი განწყობილების გამომხატველი სიტყვები, რომელთაც სრულიად განცალკევებული ადგილი უჭირავთ წინადადებაში.

ასეთ სიტყვებს  შ ო რ ი ს დ ე ბ უ ლ ე ბ ი  ეწოდება (უჰ! ბიჭოს!).

სავარჯიშო. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რომელი სიტყვები გამოხატავს ადამიანის სულიერ განწყობილებას.

1. ოჰ, რა მშვენივრად გალობს! (ვაჟა).

2. ახ, რა მშვენიერი ღამეა! (ლომთ.).

3. ვაი, ვაი, დედილო, მგელი! (ვაჟა).

4. ვიშ, რა კარგია, რა ლამაზი პატარა ია! (გრიშ.).

5. რარიგად ჩამოცხა, უჰ! (ჭავ.).

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ