წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 




—  —  —  —  —  —  —  —  —  —

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები



—  —  —  —  —  —  —  —  — 

საათები
საათების ონლაინ მაღაზია

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

თაფლის შესახებ
თაფლი - ყველაფერი თაფლის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი
ვებ კატალოგი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

 
  ნანახია 23811 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

სინონიმები ეწოდება ბგერითი შემადგენლობით განსხვავებულ ისეთ სიტყვებს, რომელთაც მნიშვნელობა ერთნაირი (ან დაახლოებით ერთნაირი აქვთ).

სინონიმებია, მაგალითად:

– მოწაფე და მოსწავლე;

– სკოლა და მასწავლებელი;

– დიდედა და ბებია;

– პაპა და ბაბუა;

– კომში და ბია;

– თუთა და ბჟოლა;

– თამბაქო და თუთუნი;

– მურყანი და თხმელა;

– მხდალი და ლაჩარი;

– სუფთა და წმინდა;

– ტიტველი და შიშველი;

– ძლიერ და ძალიან;

– დაბლა და ქვევით;

– მოკვდა და გარდაიცვალა;

– და სხვა...

ქართული ენა ძალიან მდიდარია სინონიმებით, სინონიმების სიმრავლე კი ენის სიმდიდრის მაჩვენებელია.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები. დაყოფით დაბეჭდილი სიტყვები შეცვალეთ მათი სინონიმური ცალებით. 

1. ავიხედე  მ ა ღ ლ ა: მხრებშეკუმშული, ნისკარტდაღებული,  უ ზ ა რ მ ა ზ ა რ ი   ლ ე გ ა  ფრინველი მოდიოდა პირდაპირ ჩემკენ. (ვაჟა.).

2. მორბის არაგვი ა რ ა გ ვ ი ა ნ ი, /თან მოსძახიან მთანი ტყიანი. (ბარ.)

3. დ ე დ-მ ა მ ა ს  მასზე (ქეთოზე) ამოსდიოდა მზე და  გ ა გ ი ჟ ე ბ ი თ  უყვარდა. (გოგ.)

4. ქაჯანას მამა, კიკოლა იყო ერთი ჩვენი  გ ო ნ ი ე რ ი  და გამოცდილი გლეხთაგანი. (ლომ)

5. ღ ო ნ ე მ ი ხ დ ი ლ ი  ზამთრის მზე ზარმაცად  ა მ ო ჩ ო ჩ დ ა  მქისედ მოკრიალებულ ლურჯ ცაზე (ნინ.).

6. მ ო ჩ უ ჩ უ ხ ე ბ ს  ნაკადული, ხან შფოთავს და ხანაც ბრწყინავს. (ხ. ბერ.).

7. ქარი  ზ უ ი ს  გულსაკლავად. (წერ.).

8. კარგა ხანობამდე ვერავინ  მ ი უ ხ ვ დ ა  მიმინოს, თუ რას მოასწავებდა იმისი დილა-საღამოს გალობა. (რაზ.).


სავარჯიშო 2. ქვემოთ ჩამოთვლილი სიტყვები დააჯგუფედ სინონიმურ წყვილებად და ჩაიწერეთ რვეულში.

ნ ი მ უ შ ი: პაპა და ბაბუა, მოდის და მობრძანდება, ზევით და მაღლა.

ს ი ტ ყ ვ ე ბ ი:

ძუნწი, კომში, ალიონი, ამაყი, სინდისი, გარდაიცვალა, იგი, კრიჟანგი, ბია, ბედი, განთიადი, ნამუსი, ზვიადი, მოკვდა, კოხტა, იღბალი, კეკლუცი, ის, ანჩხლი, წერილი, აბდაუბდა, სპეტაკი, კაპასი, ანკარა, ბარათი, უაზრობა, იოლი, ამოხოცა, მამაცი, უწყის, ადვილი, ამოჟლიტა, გულადი, იცის, კანკალეს, ბეჯითი, ბორცვი,  თრთის, მუყაითი, გორაკი, დაწყნარდა, გაბრაზდა, დამშვიდდა, გაჯავრდა.


სავარჯიშო 3. ქვემოთ მოყვანილი სიტყვები დააჯგუფეთ სინონიმურ სამეულებად და ისე გადაიწერეთ.

ნ ი მ უ შ ი:

1. ღარიბი, ღატაკი, ხელმოკლე.

2. ცხადად, ნათლად,  აშკარად.

ს ი ტ ყ ვ ე ბ ი:

გულადი, მტკიცე, ლაჩარი, ჯავრი, ვერაგი, გაკვირვება, მამაცი, ურყევი, უშიშარი, მაგარი, მხდალი, აშკარად, მუთალი, მშიშარა, ღატაკი, მუხანათი, გაოცება, მოწყენილი, ელვარებს, ამაყი, განცვიფრება, დაღვრემილი, მკაცრი, ცხადად, ალიონი, მშვიდი, დაღონებული, მრისხანე, ნათლად, გარიჟრაჟი, წყნარი, ბრწყინავს, ზვიადი, სასტიკი, ვარამი, დარდი, განთიადი, ხელმოკლე, უწყინარი, ამპარტანავი, ღარიბი, კაშკაშებს.


სავარჯიშო 4. ქვემოთ ჩამოთვლილ სიტყვებს შეურჩიეთ სინონიმური ცალები და წყვილ-წვილად გადაიწერეთ.

ბრიყვი, მჭლე, ბრუნავს, მოხუცებული, ღაღანებს, ვერაგი, ლამაზი, ყოველთვის, ხვეწნა, პირმოთნე, ცბიერი, უტიფარი, კანონიერი, ღონიერი, დაბლა, ზევით.


სავარჯიშო 5. დაყოფით დაბეჭდილ სიტყვებს მარჯვნივ (ფრჩხილებში) მიუწერეთ შესაბამისი სინონიმები და მაგალითები ისე გადაიწერეთ.

1. ილესავდა კბილებს შ ე უ პ ო ვ ა რ ი  ვ ე ლ უ რ ი ტახი. (ნინ.).

2. თოვლით მ ო ს ი ლ ნ ი  ა მ ა ყ ნ ი მთანი უ კ მ ა ყ ო ფ ი ლ ო დ  ი ც ქ ი რ ე ბ ი ა ნ. (ვაჟა).

3. ა ლ ი ო ნ ზ ე  იადონი შენთვის აწყობს ჩანგის სიმებს. (გრიშ.).

4. დ ა რ ი  მ შ ვ ე ნ ი ე რ ი  იდგა. (რაზ.).

5. ა ღ ს რ უ ლ დ ა  შენი ოცნება, შენი  ა ნ კ ა რ ა  ფიქრები. (გრიშ.).

6. ბ ო ღ მ ი ა ნ ი  გულის  მ ო ს ა ო ხ ე ბ ლ ა დ  ოთახში დაიწყო სიარული. (გვეტ.).

7. უ ს ა ქ მ ო  კაცისათვის მ უ დ ა მ  უქმეაო. (ანდ.).

8. ხეზე შემოჯდა ჩიტი პატარა, სხეულით  ნ ა ზ ი, ტ უ რ ფ ა, ნ ა ც ა რ ა. (ვაჟა).

9. მელანია  ნ ე ლ ა  წამოდგა ლოგინიდან. (ნინ.).

10. ადე, ჩ ქ ა რ ა  ტანთ ჩაიცვით. (ერ.).

11. დაჰკრეს ტაში და აცეკვეს / კ ნ უ ტ ე ბ ი  და ლეკვი ერთად. (გ.კაჭახ.)


სავარჯიშო 6. თქვენ თვითონ შეარჩიეთ 5 სიტყვა, მოუძებნეთ მათ შესაბამისი სინონიმური ცალები და სინონიმთა წყვილეულები ჩაიწერეთ რვეულში.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
Загрузка...

 

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

სწრაფი სესხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —