წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები



—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

თაფლის შესახებ
თაფლი - ყველაფერი თაფლის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი
ვებ კატალოგი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 2287 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

თუ ბოლოთანხმოვნიანი სხეულის ფუძეს დავურთავთ ხმოვნით დაწყებულ ბოლოსართს, შეიძლება უკანასკნელი ხმოვანი ამოღებული იქნას და სიტყვას ერთი მარცვალი დააკლდეს.

ამ მოვლენას ფუძის კ უ მ შ ვ ა ჰქვია.

მაგალითად, სოფელ-ი ბოლოთანხმოვნიანი სახელია. მისი ფუძეა სოფელ, რომელიც ორმარცვლიანია. მაგრამ ამასთან ერთად გვაქვს სოფლ-ის, სოფლ-ით, სოფლ-ად, სოფლ-ები, სოფლ-ური...

აქ ყველგან ამოღებულია ხმოვანი, ე.ი. სიტყვა შეკუმშულია.

ფუძიდან შეიძლება ამოღებული იქნას ხმოვანი. მაგალითად, გვაქვს კალამ-ი, მაგრამ აგრეთვე: კალმ-ის, კალმ-ით, კალმ-ად, კალმ-ები... აქ კალამ შეუკუმშავი ფუძეა, კალმ - შეკუმშული.

ფუძეს, რომელიც იკუმშება, კ უ მ შ ვ ა დ ი ჰქვია.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, რომელი ხმოვანია ამოღებული დაყოფით დაბეჭდილ სიტყვებში.

1. უდარაჯებდა ცელქი ბეღურა/შურიან კატას ბ ო ს ტ ნ ი ს კარებთან. (ტაბ).

2. დილით მთელი უ ბ ნ ი ს ბიჭები წავედით. (რ. ინან.).

3. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩვენი ნინიკა მ ო ე დ ნ ი ს თავზე. უ რ მ ი ს თავზე ბრძენსავით დინჯად ზის ჩვენი მიხა (გაბ.).

4. მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად, / მ ე რ ც ხ ლ ი ს ბუდედ რაღაც მოსჩანს. (წერ.).

5. ჩვენც გვიყვარს სიცოცხლე, ბუნება, ფ ო თ ლ ი ს შრიალი, წ ყ ლ ი ს ჩქრიალი. (ვაჟა).


სავარჯიშო 2. ქვემოთ მოყვანილ სახელთაგან ჯერ ამოიწერეთ - უკუმშველები, შემდეგ - კუმშვადები. იმ ხმოვანს, რომელიც ამოვარდება შეკუმშვის დროს, ხაზი გაუსვით.

კაცი, ქალი, ალუბალი, ბავშვი, ტყემალი, ყური, კომში, გუთანი, კიტრი, ისარი, ვაშლი, მსხალი, ხმალი, ხელი, ფუტკარი, ცისკარი, თითი, ცხენი, ეკალი, წამალი, სანთელი, შუბლი, ღრუბელი, ხოხობი, საპონი, ლომი, ირემი, ურემი, კაკაბი.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

 

როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

სწრაფი სესხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თვის AURA