ფონეტიკური მოვლენები
სიტყვის ბგერითმა შედგენილობამ დროთა განმავლობაში შეიძლება ცვლილება განიცადოს. მაგ., ძველად გვქონდა ა თ ე რ თ მ ე ტ ი (ათ-ერთ-მეტი), (ათ-ერთ-მეტი), ათორმეტი (ათ-ორ-მეტი), ტ ფ ი ლ ი, ლ ბ ი ლ ი, ს ი მ შ ი ლ ი, ახლა ითქმის და იწერება: თ ე რ თ მ ე ტ ი, თ ო რ მ ე ტ ი, თ ბ ი ლ ი, რ ბ ი ლ ი, შ ი მ შ ი ლ ი.
როგორც ვხედავთ, დასახელებულ სიტყვებს ბგერითი ცვლილება განუცდიათ პირველ ორ სიტყვას (ათ-ერთ-მეტ-სა და ათ-ორ-მეტ-ს) ჩამოშორებია თავკიდური ა, მესამე სიტყვაში (ტფილი) შეცვლილია ორი ბგერა (ტფილი → თბილი), მეოთხე და მეხუთე სიტყვებში თავკიდური თანხმოვნებია შეცვლილი სხვა თანხმოვნებით (ლბილი → რბილი, სიმშილი → შიმშილი).
ბგერით ცვლილებას ფონეტიკური მოვლენა ჰქვია.
ფონეტიკური მოვლენებია:
• ბგერის დაკარგვა;
• ასიმილაცია;
• დისიმილაცია;
• კუმშვა;
• კვეცა;
• ბგერის გადასმა...
სავარჯიშო. წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი სიტყვები და აღნიშნეთ, რომელ მათგანს განუცდია ბგერითი ცვლილება და რომელს - არა.
ძ ვ ე ლ ა დ ი ყ ო - კაცი, ათექვსმეტი, მფრინველი, შვილისშვილი, კარი.
ა ხ ლ ა ა რ ი ს - კაცი, თექვსმეტი, ფრინველი, შვილიშვილი, კარი.