მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 88903 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თუ სიტყვა სტრიქონზე არ ეტევა და ნაწილი შემდეგ სტრიქონზე უნდა იქნას გადატანილი, საჭიროა დავიცვათ შემდეგი წესები:

1. ერთმარცვლიანი სიტყვა არ გაიკვეთება (გაიყოფა), რაც უნდა დიდი იყოს იგი.

მაგალითად, „ცეცხლს“ ერთმარცვლიანია, ამიტომ იგი ან წინა სტრიქონზე უნდა მოვათავსოთ, ან მთლიანად უნდა გადავიტანოთ მომდევნოზე.

2. თუ მარცვალი მარტო ხმოვნისაგან შედგება, მისი წინა სტრიქონზე დატოვება ან შემდეგ სტრიქონზე გადატანა არ შეიძლება.

მაგალითად, „აუღია“ სიტყვას სტრიქონიდან სტრიქონზე გადასატანად ვერც ასე გავკვეთთ: ა-უღია, ვერც ასე: აუღი-ა, არამედ მხოლოდ ასე: აუ-ღია.

სხვა შემთხვევაში კი:

3. სიტყვა ყოველთვის შეგვიძლია გავკვეთოთ (გავყოთ) ხმოვნით გათავებულ მარცვალზე.

მაგალითად, „გაიხარა“ გადატანის მიზნით შეგვიძლია გავწყვიტოთ ყოველი მარცვლის შემდეგ: გა-იხარა, გაი-ხარა, გაიხა-რა.

4. თუ სიტყვის შიგნით ერთად ორი ან მეტი თანხმოვანია, პირველი მიეკუთვნება წინა მარცვალს, მეორე ან სხვები - შემდეგს.

მაგალითად: თევ-ზი, მაკ-რატელი, ფან-ქარი, სახ-ლი, თეთ-რი

ვერ-ხვი - ვერხ-ვი; ვერ-ცხლი - ვერცხ-ლი; ცერ-ცვი - ცერც-ვი; ყურ-ძნისა - ყურძ-ნისა.

არ არის მიღებული, გაითიშოს თანხმოვანთა ჯგუფები: ფხ, თხ, ცხ, ჩხ, ბღ, დღ, ზღ, ჯღ, პყ, ტყ, წყ, ჭყ, რომელთაც ჰარმონიულ ჯგუფებს ვუწოდებთ.

მაგალითად: ზა-ფხული (და არა ზაფ-ხული), სი-თხე (და არა სით-ხე) და ა.შ.

სავარჯიშო 1. გადაიწერეთ ნაწყვეტი. იმ სიტყვებს, რომლებიც არ გაიკვეთება, გაუსვით ქვეშ ხაზი. დანარჩენი სიტყვები ამოიწერეთ და გაკვეთეთ გადატანის მიზნით (ნიმუში: ნი-ავი, ნია-ვი).

ბნელი და თბილი ღამეა. მთის ნიავი ჭალას აშრიალებს. ლიახვი შხუის. შორიდან ხანდახან ტურის ჩხავილი და ჭოტის კივილი მოისმის. სადღაც ძაღლი ზანტად ყეფს. იქვე ჭალაში ზოგჯერ ღამის ფრინველი ფართხალებს. წვრილფეხა ცხოველი ბუჩქებში ფაჩუნობს. (ჯავახ.).

სავარჯიშო 2. დამარცვლეთ და გადაიწერეთ ქვემოთ მოყვანილი ლექსის დაყოფით დაბეჭდილი სიტყვები. მარცვლები ხაზით დააშორეთ ერთმანეთს (ნიმუში: სა-მეგ-რე-ლო).

დღეს მერცხალი შემოფრინდა

ჭიკჭიკითა გადმომძახა:

"გაზაფხული! გაზაფხული!"

გულს იმედი დამესახა.

ა.წერეთელი

 

პითხვები გასამეორებლად

 

1. რას სწავლობს ფონეტიკა?

2. რას ჰქვია გრაფიკა?

3. რისგან შედგება სიტყვა?

4. რა ჰქვია ბგერის წერილობითს ნიშანს?

5. რა განსხვავებაა ბგერასა და ასოს შორის?

6. რამდენი ბგერაა ქართულ ენაში?

7. როგორია წარმოთქმა და წერა ქართულში?

8. რამდენი ასოა ქართულში?

9. რას ჰქვია ა ნ ბ ა ნ ი `და როგორ არის მიღებული ეს სიტყვა?

10. რა მნიშვნელობა აქვს ანბანის ზეპირად ცოდნას?

11. როგორია სიტყვათა ანბანის რიგზე გაწყობის წესი?

12. რომელი ორგანოები მონაწილეობენ ბგერის წარმოქმნაში?

13. რამდენგვარია ბგერა?

14. როგორი ბგერაა ხმოვანი ბგერა და როგორი - თანხმოვანი?

5. რამდენი ხმოვანია ქართულში და რამდენი - თანხმოვანი? დაასახელეთ ცალ-ცალკე.

16. რას ჰქვია მარცვალი?

17. რამდენი მარცვალია ყოველ ქართულ სიტყვაში?

18. რა შემთხვევაშია სიტყვა და მარცვალი ერთი და იგივე? დაასახელეთ მაგალითები.

19. როგორ მარცვალს ჰქვია ღია მარცვალი და როგორს დახურული? დაასახელეთ სათანადო მაგალითები.

20. თუ სიტყვა წერის დროს სტრიქონზე არ ეტევა და ნაწილი შემდეგ სტრიქონზე უნდა გადავიტანოთ, რა წესების დაცვა არის საჭირო. წესებთან ერთად დაასახელეთ სათანადო მაგალითებიც.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ