მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3754 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ფ ო ნ ე ტ ი კ ა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ენაში არსებულ ბგერებს.

გ რ ა ფ ი კ ა - არის მოძღვრება ბგერათა ასოებით გამოხატვის შესახებ.


აზრს, როგორც ვიცით, წინადადების საშუალებით გამოვხატავთ. წინადადება სიტყვებისაგან შედგება, სიტყვა - ბგერებისაგან.

მაგალითად: გონიერი კაცი იგივე წიგნია. (ჭავ.). ამ მარტივ წინადადებაში ოთხი სიტყვაა. ამათგან პირველი სიტყვა შვიდი ბგერისაგან შედგება (გ-ო-ნ-ი-ე-რ-ი), მეორე -ოთხისაგან (კ-ა-ც-ი), მესამე ხუთისაგან (ი-გ-ი-ვ-ე), მეოთხე - ექვსისაგან (წ-ი-გ-ნ-ი-ა).

ბგერა აღარ დაიშლება, იგი მეტყველების უმარტივესი ნაწილია.

დღევანდელ სალიტერატურო ქართულში 33 ბგერაა. ამ ბგერათა სხვადასხვა დაჯგუფება-შეერთებით არის მიღებული ენაში არსებული მრავალი ათასი სიტყვა. ამიტომ ბგერითი შედგენილობით სიტყვებს შორის მსგავსებაც არის და განსხვავებაც.

მაგალითითვის შევადაროთ ერთმანეთს ეს სამი სიტყვა:  ქ ა რ ი,  კ ა რ ი,   ხ ა რ ი.  ამ სიტყვათა საერთო ნაწილია „არი“,    და    მათი განმასხვავებელი ბგერებია.

სიტყვას რომ ბგერა დავუმატოთ ან დავაკლოთ, შეიძლება სხვა მნიშვნელობის სიტყვა მივიღოთ. მაგ.: ორი+ქ=ქორი, ხარი+მ=მხარი, ჩქარი−ჩ=ქარი, შველი−შ=ველი.

მაშასადამე, ასეთ შემთხვევაში ბგერა სიტყვათა განმასხვავებელი ელემენტია.

ბგერის შეცვლით, დამატებით ან დაკლებით შეიძლება მივიღოთ ერთი სიტყვის სხვადასხვა ფორმა, მაგ: ქორ-ი, ქორ-ს, ქორ-ო... აქ სიტყვა ერთია, სიტყვის ფორმა - სხვადასხვა: ქორი სახელობითი ბრუნვის ფორმაა, ქორს - მიცემითისა, ქორო - წოდებითისა. წერ - ვ-წერ; წერდი - წერდი-თ. ამ შემთხვევებში ბგერა ფორმათგანმასხვავებელია.

სავარჯიშო 1. გამოარკვიეთ: ა) რამდენი სიტყვისაგან შედგება ქვემოთ მოყვანილი ლექსი და რამდენი ბგერისაგან - თითოეული სიტყვა; ბ) რამდენი სხვადასხვა ბგერაა ნახმარი და რამდენჯერ - თითოეული მათგანი.

გადათეთრდა - მთა და ბარი,

თოვლის ფიფქი დასრიალებს,

კურდღელი კი ბუჩქის ძირას

შიშისაგან ნაბავს თვალებს.

ი. გრიშაშვილი

სავარჯიშო 2. გამოარკვიეთ, ქვემოთ წყვილ-წყვილად მოყვანილ სიტყვებში რომელი ბგერებია სიტყვათა განმასხვავებელი და რომელი - ფორმათა განმასხვავებელი.

1. ა) ღარი - ხარი, დარი - ზარი, კარი - ქარი, სარი - ბარი, მზე - ბზე.

ბ) ქარი - ქალი, ნამი - ნალი, ხელი - ხევი, ბარი - ბაღი.

გ) ბედი - აბედი, ომი - ლომი, ვალი - თვალი, ზარი - ბზარი.

2. ა) ბავშვი — ბავშვს, ამხანაგი - ამხანაგო, არწივები - არწივებს.

ბ) ვხატავ - ხატავს, ვხატავ - ვხატავთ, აქებ - აქებს.

სავარჯიშო 3. მონახეთ ქვემოთ მოყვანილ სახელებში ერთმანეთისაგან თითო ბგერა-ასოთი განსხვავებული სიტყვები, დააწყვილეთ და ისე გადაიწერეთ.

ა) ქორი, ირემი, ძელი, წამი, ჭერი, ქედი, ცერი, ღორი, ურემი, ცელი, ნამი, გედი.

ბ) შვილი, ასი, ბადე, ბალი, შველი, ათი, ჭერი, ბუდე, ბელი, ნამი, ჭორი, ნავი.

გ) ორი, ალი, ველი, ქუდი, ქორი, ნალი, ძველი, ქურდი.

სავარჯიშო 4. მოიგონეთ ისეთი სახელები, რომლებიც ერთმანეთისაგან მხოლოდ ერთი ბგერითაა განსხვავებული, დააწყვილეთ და ისე ჩაიწერეთ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ