მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 8454 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შორისდებულის რაობა და ჯგუფები

 

შორისდებული ჰქვია უცვლელ ბგერას, ბგერათა ჯგუფს ან სიტყვას, რომელიც ადამიანის ამა თუ იმ გრძნობასა თუ ნება-სურვილს უშუალოდ გამოხატავს.

„ახ, ნეტავი მეც ნასწავლი ვიყო!“ (ვაჟა).  ა ხ  აქ გამოხატავს ნატვრას. „ვ ი შ,  რა კარგია, რა ლამაზი პატარა ია!“ (გრიშ.). ვ ი შ  გამოხატავს სიხარულს, აღტაცებას. „ს უ!  ჩუმად-მეთქი!“ (ვაჟა).  ს უ  მთქმელის ნება-სურვილს, ბრძანებას გადმოგვცემს.

სხვა მაგალითები:

ვ ი შ, რა დილაა, რა დილა! (ლომთ.).

ბ ი ჭ ო ს! შენ აღარ ჰხუმრობ! (ჭავ.).

უ ი მ ე, რა გიქნიათ ეს, შვილებო! (წერ.).

ყ ო ჩ ა ღ, ქალო, სკოლის თვალო! (მღვ.).

ჰ ე ი, ფრთოსნებო, იცით, რა მოხდა? (ვაჟა).

ა ხ, სიზმარი ყოფილა ყოველივე ეს! (ლომთ.).

ე ჰ, ნეტავი მეც იმას გავყოლოდი! (ჭავ.).

ფ უ! არა, არ ვარგა ასეთი ფიქრი! (ვაჟა).


დასახელებულ წინადადებებში:

ვიშ აღტაცება-სიხარულს გამოხატავს;

ბიჭოს - გაკვირვება-გაოცებას;

უიმე - წყენა-მწუხარებას;

ყოჩაღ - მოწონებას;

ჰეი - მოწოდება-შეძახებას;

ახ - დანანებას;

ეჰ - ნატვრას;

ფუ - ზიზღს;

შორისდებულის წარმოთქმისას მთავარია ტონი. ამიტომ ერთისა და იმავე გრძნობის გამოსახატავად შეიძლება სულ სხვადასხვა შორისდებულს მივმართოთ, ან ერთი და იგივე შორისდებული სხვადასხვა გრძნობის გადმოსაცემად ვიხმაროთ.

მაგალითად,  ვ ი შ  და  ა ხ  ერთსა და იმავე გრძნობას (სიხარულს, აღტაცებას) გამოხატავს წინადადებებში;  ვ ი შ,  რა დილაა, რა დილა!“ (ლომთ.); „ა ხ,  რა კარგია!  ა ხ,  რა კარგი!“ (არაგ.)

ო ჰ  საზოგადოდ გამოხატავს სიამოვნებას, კმაყოფილების გრძნობას, აღტაცებას: „ო ჰ,  რა მშვენივრად გალობს!“ (ვაჟა). მაგრამ იგივე  ო ჰ  უკმაყოფილების გრძნობას გადმოგვცემს შემდეგ ნაწყვეტში „ო ჰ, ეგ არ შეიძლება, დურმიშხან, არა!“ (ჭონქ.). ამიტომ შორისდებულების დაჯგუფება მათი მნიშვნელობის მიხედვით მიახლოებითია და გარკვეული შემთხვევებისთვის არის სწორი. მოვიყვანოთ ზოგიერთი მათგანი.

სიხარულისა (აღტაცებისა) - ოჰ, ვიშ, უჰ!

მწუხარებისა (ტკივილისა და სხვა...) - ვაი, ვაიმე, უი, უიმე, ოჰ, ოხ!

მოწონებისა - ვაშა! ყოჩაღ!

დანანებისა - ეჰ! აჰ! (ეჰ! რა გაეწყობა! 


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, ადამიანის რა გრძნობას გამოხატავს შორისდებული.

1. ო ჰ, რა მშვენივრად გალობს! (ვაჟა).

2. ყ ო ჩ ა ღ, მეგობარო, ყოჩაღ! შენც კარგი გალობა გცოდნია. (ვაჟა).

3. ა რ ი ქ ა თ, ჩქარა, ბიჭებო! ცხენები! (რაზ.).

4. ე ი,  ე ი, ძმობილებო! - გაისმა უცბად ხმა. (ვაჟა).

5. ფ უ ი, დალახვრა ღმერთმა! (ჭავ).

6. ა ხ, ნეტავი მალე გათენდეს! (რაზ.).

7. ვ ი შ, რა კარგია, რა ლამაზი პატარა ია! (გრიშ.).

8. უ ჰ, დავიღალე! (ვაჟა).

9. ჰ ა უ, ჰ ა უ, ქორო, ნუ ფრენ ჩვენს ეზოში დილ-დილასო. (ხალხ.).

10. ბ ი ჭ ო ს! რატომაო? (რაზ.)

11. ვ ა! მეტი რაღა გინდა?! (ჭავ.).

12. ქ ა, გაგონილა?! (რაზ.).

13. ვ ა შ ა,  ვ ა შ ა! რა ყოფილა ეს ფუტკარი პაწაწინა! (ცეცხლ.).


სავარჯიშო 2. შეადგინეთ ხუთი შორისდებულიანი წინადადება და ჩაიწერეთ რვეულში.

 

სასვენი ნიშნები შორისდებულთან

 

შორისდებულის შემდეგ ძახილის ნიშანი ან მძიმე იწერება. 

ცალკე ხმარებული შორისდებულის შემდეგ ძახილის ნიშანი იწერება. 

ე რ ი ჰ ა ა! - შესძახა იმან. - ერიჰაა! (კლდ.)

ო ჰ ო! - თქვა მეორემ. (რაზ)

თუ შორისდებული წინადადების თავშია და დიდი გრძნობით და პაუზით არის წარმოთქმული, მის შემდეგ ძახილის ნიშანი იწერება, სხვა შემთხვევაში - მძიმე. 

უ ჰ! ეგეც კარგია, სხვა? (ჭავ.).

ო ჰ, რა კარგი ხარ, ოცნებავ ტკბილო! (ვაჟა).

თუ შორისდებული მეორდება, თითოეულის შემდეგ ძახილის ნიშანი ან მძიმე იწერება. 

ჰ მ! ჰ მ! - ხვნეშოდა და ზმუკუნებდა ბოროტი მოხუცი. (რაზ.).

უ ჰ, უ ჰ, რა ცივა! (ჭავ.).

უ ჰ, უ ჰ, უ ჰ! რა ტკბილია! (არაგვ.).


სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები. შორისდებულს გაუსვით ქვეშ ხაზი და დასვით სათანადო სასვენი ნიშნები.

ა)

1. უჰ რა კარგია, რა საამურია დედასთან ყოფნა! (რაზ.).

2. ვა - უფრო გაკვირვებით შეჰყვირა ლუარსაბმა. (ჭავ.)

3. უი უწინამც დღე გაუქრება! (ჭავ.).

4. ერიჰა კარგა დამძინებია, მზე კიდეც ჩადის. (რაზ.)

5. ახ რა კარგად ლაპარაკობს! (ვაჟა).

6. ააჰ, რა ტყე გაფუჭდა, რა ტყე დაიღუპა! (ვაჟა).

7. უუჰ რამდენი ყვავილია! (ჯავახ.).

8. უჰ ეგეც კარგია. სხვა? (ჭავ).

9. ოჰ ადამიანო! რატომ არ გებრალები მე, პატარა? (ვაჟა).

10. არიქა ბიჭო, ვიჩქაროთ! (ერ.)

11. ერიჰა - ჩხრიალებდა ნაკადული. (რაზ.).

ბ)

1. უი უი დახე იმას, იმ წყეულს! (ჭავ.).

2. ოჰ ოჰ რა ცხელა. (რაზ.).

3. უჰ უჰ შენმა მზემ, კარგი რამ მოიგონე. (ჭავჭ.).

4. უიმე უიმე - იყვირა დარიკომ. (კლდ.).

5. ვაშა ვაშა დაჰკარიტ ტაში, ამხანაგებო! (ლომთ.).

6. ვაშა ვაშა ვაშა - ღრიალებდა გაშმაგებით აღტაცებაში მოსული. (რაზ.).

7. იჰ იჰ რა გემრიელია! (არაგვ.).

8. ვაი ვაი მოვკვდი! - კრუსუნებდა მარინე. (გაბ.).

9. იფ იფ იფ ესეც ახალი წელი! (რაზ.).

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ