მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3067 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სულიერ საგანთა სახელებით გადმოცემულ რამდენიმე ერთგვარ ქვემდებარესთან, შემასმენელი ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში დგას.

ა რ ჩ ი ლ ი  და  კ ე ს ო  შ ე ბ რ უ ნ დ ნ ე ნ  ოთახში. (ჭავ.).

რ წ ყ ი ლ ი  და  ჭ ი ა ნ ჭ ვ ე ლ ა  დ ა ძ მ ო ბ ი ლ დ ნ ე ნ. (ხალხ.).

ყ ვ ა ვ ი  და  ყ ო რ ა ნ ი  დიდი ხევში ი ს ხ დ ნ ე ნ... (ვაჟა).

უსულო საგანთა სახელებით გადმოცემულ რამდენიმე ერთგვარ ქვემდებარესთან შემასმენელი ჩვეულებრივ მხოლობითში დგას (თუ მათ სულიერ საგანთა თვისება არა აქვთ მიწერილი).

ტ ყ ე, მ ი ნ დ ო რ ი  და  ვ ე ლ ი  ბ ი ბ ი ნ ე ბ დ ა. (ევდ.).

ქ ა რ ი  და  თ ო ვ ლ ჭ ყ ა პ ი  თანდათან  მ ა ტ უ ლ ო ბ დ ა (ნინ.).

ისევ  ა მ წ ვ ა ნ დ ა  მ დ ე ლ ო  და  კ ო რ დ ი. (ტაბ.).

როცა ერთგვარ ქვემდებარეებს სიმრავლის გამომხატველი სიტყვა ახლავს, ქვემდებარეებიც მხოლობით რიცხვში დაისმის და შემასმენელიც.

იქ  ბ ე ვ რ ი მსუქანი  ბ ა ტ ი  და  ი ნ დ ა უ რ ი დაგოგავს. (ვაჟა).

ბაღიდან  რ ა მ დ ე ნ ი მ ე  კ ა ც ი  და  ქ ა ლ ი  გამორბოდა. (კ. ლორთქ.).

სავარჯიშო. შემასმენელი სათანადოდ შეუწყვეთ ერთგვარ ქვემდებარეებს რიცხვში და მაგალითები ისე გადაიწერეთ. აღნიშნეთ (ზეპირად), როგორი სახელებით არის გადმოცემული ქვემდებარეები და როგორ შეეწყო მათ შემასმენელი.

1. სტუმარი და მასპინძელი გამოემშვიდობ... ერთმანეთს:

2. ერთი კაცი და ერთი დათვი დაძმობილდ... (ს. ორბ.).

3. ურიცხვი ქალი და კაცი ჭალაზე შემოეფინ... (ვაჟა).

4. მამა და შვილი შემოსული ყანის პირას იდგ... (გოგ)

5. დაბურულ ტყეში მუხა და რცხილა იდგ...

6. გზაზე უამრავი ქალი და კაცი მიდიოდ...

7. მთა და ბარი ზანზარებდ...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ