მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 8284 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მარტივი წინადადება  ს რ უ ლ ი ა  ან  უ ს რ უ ლ ი.

სრულია წინადადება, თუ გამოტოვებულად არ იგულისხმება რომელიმე წევრი.

ხავერდივით მწვანე ბალახს აბიბინებს სიო ნაზად. (წერ.).

წიწილის თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა. (ვაჟა).

ამ მაგალითებში გამოტოვებულად არ იგულისხმება რომელიმე წევრი, ე. ი. ორივე წინადადება სრულია.

უსრულია წინადადება, თუ გამოტოვებულად იგულისხმება ერთი ან რამდენიმე წევრი, რომელთა აღდგენაც ადვილად შეიძლება აზრის (წინა ნათქვამის ან სხვა ვითარების) მიხედვით.

- ქართველები იარაღს როგორ ხმარობენ?

- ძალიან კარგად. (წერ.).

პირველი წინადადება სრულია, მეორე - უსრული: გამოტოვებულია სამი წევრი. სრულად იქნება: ქართველები იარაღს ძალიან კარგად ხმარობენ.

უსრული წინადადება ხშირად გვხვდება დიალოგებში კითხვა-პასუხის დროს. ამ შემთხვევაში გამოტოვებული წევრი (თუ წევრები) ადვილად ირკვევა წინა ნათქვამის მიხედვით. მაგალითად:

- თამრიკო - როგორ არის?

- კარგად, შვილო.

- დეიდა იყო ერევანში?

- იყო (რ. ინან.).

აქ პირველი და მესამე წინადადება სრულია, მეორე და მეოთხე უსრული. პირველ პასუხში გამოტოვებულად იგულისხმება ქვემდებარე და შემასმენელი, მეორეში - ქვემდებარე და ადგილის გარემოება. ეს წინადადებები. სრულად იქნებოდა:  თ ა მ რ ი კ ო  კ ა რ გ ა დ  ა რ ი ს  შ ვ ი ლ ო.  დ ე ი დ ა  ი ყ ო  ე რ ე ვ ა ნ შ ი.

უსრული წინადადება ფართოდ არის გავრცელებული ენაში. სრული წინადადების გვერდით იგი უსარგებლო, არასაჭირო განმეორების თავიდან აცილებისა და აზრის მოკლეა, სხარტად გამოხატვის მოხდენილი საშუალებაა.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ:

ა) რომელი წინადადებაა - სრული და რომელი - უსრული;

ბ) რა სიტყვებია გამოტოვებული უსრული წინადადებაში.

1. - ვინ გითხრა შენ ეგ?

- დედამ. (წერ.).

2. - სად მიდიხარ?

- ბორჯომში. (ლომთ.).

3. - როდის მიდიხარ ქუთაისში?

ხვალ. (კ. ლორთქ.).

4. - თედოს მანასაანთ გოლასათვის ქამრის ღილები წაერთმია. ჩვენ უკანვე გვინდოდა გამოგვერთმია.

- მერე წაართვით?

- წავართვით.

- რა უყავით?

- ისევ გოლას მივეცით. (ჭავ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. უსრულ წინადადებას გაუსვით ქვეშ ხაზი.  გასწვრივ კვადრატული ფრჩხილებში მიუწერეთ, თუ როგორ იქნება სრულად.

ნ ი მ უ შ ი:

- როგორ სწავლობს შენი ძმა?

- კარგად. [ჩემი ძმა კარგად სწავლობს].

1. - რუკა კარგად იცი? 

ვიცი, ამხანაგო გენერალო. (კ. ლორთქ.).

2. - ვინ დააყენა მერმე ზოსიმია ამ წისქვილში?

- სოფელმა (გამს.).

3. - კალათში რა არის?

- კვერცხი. (ლომთ.).

4. - ცხენს ჰყიდი?

- ვყიდი.

- თავის უნაგირიანად? (ვაჟა).


სავარჯიშო 3. წინადადებები განავრცეთ ფრჩხილებში ჩასმულ კითხვებზე პასუხის გაცემით და ჩაიწერეთ რვეულში.

1, (როდის?) ცა მოიწმინდა.

2. (სად? როგორი?) მუხა, წაიქცა.

3. (სად? როგორი?) მთვარე გამოჩნდა.

4. (როგორი?) ზამთარი დადგა (როდის? სად?)

5. (როგორ) დუდუნებს (როგორი?) წყარო.

6. (როდის?) მოწაფეები (სად) წავიდნენ რისთვის).

7. (რატომ?) ბავშვი (როდის? სად?) ვერ წავიდა.

8. (როდის? საიდან?) ჩამოვიდნენ (სად? რისთვის?).


სავარჯიშო 4. რომელიმე მოთხრობიდან ამოიწერეთ უსრული წინადადების სამი მაგალითი.


სავარჯიშო 5. მოიფიქრეთ. სრული და უსრული წინადადების სამ-სამი მაგალითი და ჩაწერეთ რვეულში.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ