მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 19643 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ძახილისაა წინადადება, რომელსაც ახლავს მთქმელის რაიმე გრძნობა: გაკვირვება-განცვიფრება, აღტაცება, ნატვრა, მწუხარება, დანანება, ზიზღი და სხვ.


უჰ, რა ამაყი ყოფილა! (დად.)

ოჰ, რა ლამაზად იღვიძებს ბუნება მიძინებული! (გ.ორბ.)

ახ, ნეტავი მალე გათენდეს! (რაზ.).

რაღა მეშველება მე საბრალოს ეხლა! (ვაჟა).

ახ, სიზმარი ყოფილა ყოველივე ეს! (ლომთ.).

ჰოი, ბნელო ღამევ, მეჯავრები შენ მე! (ჭავ.)


ძახილის წინადადების ბოლოს ძახილის ნიშანი იწერება.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები გამომეტყველებით. გამოარკვიეთ, რომელ მათგანში რა გრძნობაა გამოხატული.

1. ვიშ, რა კარგია, რა ლამაზი პატარა ია! (გრიშ.).

2. ვა! მეტი რაღა გინდა! (ჭავ.).

3. უჰ, ერთი როგორი კალმახი დაიზლაზნება! (გ.წერ.).

4. ახ, ნეტავი მეც ტოროლად მაქცია! (გოგ.).

5. აი დედასა!.. რა ცუდად შეგხვდი! (ჭავ.).

6. ჩემი გიორგი აღარ არის, არა! (ჭავ.).

7. მართალ სიტყვასაც არ მათქმევინებ, ფუ შენს სამართალს, შენს სამსჯავროსა. (ჭავ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. წინადადების ბოლოს დასვით სათანადო სასვენი ნიშანი. გადაწერილი მაგალითები წაიკითხეთ გამომეტყველებით.

1. ოხ, რა მშვენივრად გალობს (ვაჟა).

2. ვიშ, რა დილაა, რა დილა (ლომთ.).

3. რა ზღაპრული მზე ამოდის (ჯავახ.).

4. აჰ, რა ტყე გაფუჭდა, რა ტყე დაიღუპა (ვაჟა).

5. უი, დედაც იქა ჰყოლია (ვაჟა).

6. უჰ, რა ცივა (ჭავ.).

7. უჰ, რა ამაყი ყოფილხარ (დად.).

8. ახ, რა მშვენიერი ღამეა (ლომთ.).

9. ახ, რა კარგია (არაგვ.).

10. ოხ. რა ბედნიერი ვარ (არაგვ.).

11. ბიჭოს! თითქოს ოთხჯერ დავითვალე (ჭავ.).


სავარჯიშო 3.

ა) რომელიმე ნაწარმოებიდან ამოიწერეთ სამი ძახილის წინადადება.

ბ) შეადგინეთ სამი ძახილის წინადადება და ჩაწერეთ რვეულში.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ