წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

ლოგიკური ამოცანებილოგიკური ამოცანები




—  —  —  —  —  —  —  —  —  —

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები



—  —  —  —  —  —  —  —  — 

თაფლის შესახებ
თაფლი - ყველაფერი თაფლის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

საათები
საათების ონლაინ მაღაზია

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი
ვებ კატალოგი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

 
  ნანახია 2479 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

განსაზღვრება ჰქვია წინადადების წევრს, რომელიც ახასიათებს საგანს რაიმე ნიშნის მიხედვით.

განსაზღვრება გადმოიცემა:

ზედსართავი სახელით (მ ა ღ ა ლ ი  სახლი);

არსებითი სახელით (მ ე ზ ო ბ ლ ი ს  სახლი);

რიცხვითი სახელით (ა თ ი  სახლი);

ნაცვალსახელით (ჩ ვ ე ნ ი  სახლი);


განსაზღვრების კითხვებია: როგორი? რომელი? რამდენი? ვისი? რისა? სადაური? როდინდელი?


მაგალითები კითხვების მიხედვით:


როგორი? - გრილი ნიავი ქროდა. (გვეტ.).

რომელი? - პირველი მოჩივარი ბატონს მართალი ეგონაო. (ანდ.).

რამდენი? - ბაღში ბევრი ხეხილი იდგა. (გოგ.).

ვისი? - მხედარმა თავისი ბედაური შეაყენა. (გოგ.).

რის? - ცხვარი მთის კალთებზე შეფენილიყო. (რაზ.).

სადაური? - ზანტად მიდიოდნენ ქიზიყური კამეჩები. (გამს.).

როდინდელი? - შარშანდელი წელიწადი ჩვენთვის ფრიად ღირსსახსოვარია. (ჭავ.).


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები. გამოარკვიეთ, დაყოფით დაბეჭდილი განსაზღვრება როგორი სიტყვით არის გადმოცემული, რომელ სიტყვას ახლავს და რომელ კითხვაზე მიუგებს.


1. პ ა ტ ა რ ა  გუგულები თანდათან მოიზარდნენ. (გოგ.)

2. ო რ ი  ირემი ძოვდა  მ ა ღ ა ლ ი  ბალახით  შ ე მ ო ს ი ლ  მინდორზე. (გოგ.).

3. ბუხარში  ნ ე დ ლ ი  შეშა ბუტბუტებდა. (კ. ლორთქ.).

4. წ ვ ი მ ი ს  წვეთები მძიმედ დაეცა სახურავზე. (მრევლ.)

5. კაბინეტიდან  ტ ე ლ ე ფ ო ნ ი ს  წკრიალი მოისმა. (კ.ლორთქ).

6. ეს იყო ყურშას  ო თ ხ ი  პ ა ტ ა რ ა  ლეკვი. (რაზ.).

7. შ ე ნ ი  ამბავი, ახლა მართალი, ზღაპრად მიუვა  ჩ ვ ე ნ ს  შვილიშვილებს. (ჭავ.).

8. იმ სკოლაში სწავლობდა  ს ო ფ ლ ე ლ ი  პ ა ტ ა რ ა  ვანო. (გოგ.).

9. დ ა ღ ლ ი ლ მ ა  მგზავრმა სიამოვნებით გადახედა  მ ტ კ ვ რ ი ს  ა ტ ბ ო რ ე ბ უ ლ  ტალღებს. (მრევლ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. განაზღვრებას გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი. სახელს, რომელსაც ის ახლავს - ორი, მარჯვნივ (ფრჩხილებში) მიუწერეთ კითხვა.


ნ  ი  მ  უ  შ  ი:  პ ი ტ ა ლ ო (განსაზ.) (როგორ?)  კ ლ დ ე ზ ე (სახელი, რომელსაც ახლავს განსაზღვრება)  უ ზ ა რ მ ა ზ ა რ ი  (განსაზ.) (როგორი?) მუხა დგას. (ლორთქ.).


1. ძლიერმა ქარმა ღრუბლები ქვევით გადარეკა. (მრევლ.).

2. ტყის ჰაერმა პავლე მალე გამოაცოცხლა. (ჯავახ.).

3. ხმელი წიფელი ამოიკვნესებს ღრმა კვნესით. (ვაჟა.).

4. თორმეტმა თოფმა ერთად დაიქუხა ხეობაში. (კ. ლორთქ.).

5. დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამასაო. (ანდ.).

6. ფართო ნაბიჯით მივდივარ გზაზე. (მ. მაჭ.).

7. მამამ ისევ თავის საქმე განაგრძო. (ვაჟა).

8. ჩვენმა მურამ ვიღაცას ყეფა დაუწყო. (ვაჟა).

9. ქუჩებსა და ეზოებში აფრთხიალდნენ აქაური გვრიტები (ი.აბაშ.)

10. გუშინდელი მონამული მიწა ოდნავღა იყო ნესტიანი. (ბარ.)


სავარჯიშო 3. გადაიწერეთ მაგალითები სტრიქონის გამოტოვებით. თქვენთვის ნაცნობ წევრებს: ქვემდებარეს, შემასმენელს, დამატებას და განსაზღვრებას ზემოთ შემოკლებით დააწერეთ (ან გვერდით მიუწერეთ), რომელი რა წევრია.


ნ  ი  მ  უ  შ  ი:  შემოდგომის (განსაზ.) ქარი (ქვემდ) გამხმარ (განსაზ.) ფოთლებს (დამატ.) მოაგორებდა (შემასმ.) ფილაქანზე. (მრევლ.).

1. ორღობეებში ჭრელგოჭებიანი ღორები ღრუტუნებდნენ. (გვეტ.).

2. მისი დიდრონი ხავსიანი რქები ტყეს უსწორდებოდა. (ვაჟა).

3. პატარა მაროს მისმა ძმამ მერცხლის ბარტყი მიუყვანა. (გოგ.).

4. ბავშვმა მდინარეში თევზი დაიჭირა. (გოგ.).


სავარჯიშო 4. ქვემოთ მოყვანილი სიტყვები გამოიყენეთ განსაზღვრებებად და მაგალითები ისე გადაიწერეთ.

მწვანე, სამარისებური, შორეული, ჭაობიანი, სვანური, მოსაწყენი, საამური, ნელი, ურიცხვი, ონავარმა, ჩემი მზის, მთის.

1. (როგორმა) ფრინველმა (ვისი?) ბარტყების მოტაცება მოინდომა. (გოგ.).

2. ბუხარი (როგორი?) ცეცხლი ენთო.

3. ამ ხესაც (როგორი?) ხავსი გადაჰკვრია. (ვაჟა).

4. ბაღიდან ბულბულის (როგორი?) გალობა ისმოდა. (გოგ.)

5. (რის?) სხივი (რის?) წვერებს შესთამაშებდა. (ყაზ.).

6. მდინარეში (როგორი?) სიწყნარე სუფევდა. ხანდახან (სადაური? როგორი?) ნაპირებიდან მოისმოდა ბაყაყების (როგორი?) ყიყინი. (გ.შატბ.)

7. ბურსაჭირის ღელეში (რამდენი?) ცხვარი იდგა. (ყაზ.).

8. საიდანღაც მოიტანეს (სადაური?) ჭიანური. (ს. კლდიაშ.).


სავარჯიშო 5. დაყოფით დაბეჭდილ არსებით სახელს შეურჩიეთ შესაბამისი განსაზღვრება და მაგალითები ისე გადაიწერეთ. განსაზღვრებას ხაზი გაუსვით ქვეშ და მარჯვნივ (ფრჩხილებში) მიუწერეთ სათანადო კითხვა.

1. უცებ . . . ქ ა რ ი  ამოვარდა და ცოტა ხნის შემდეგ . . . წ ვ ი მ ა  წამოვიდა.

2. გემზე ამაყად ფრიალებდა . . . დ რ ო შ ა.

3. . . . მ გ ზ ა ვ რ ი  ხის ჩრდილში ისვენებდა.

4. იქ . . .  ხ ა ლ ხ ი  იყო.

5. . . . დ ი ლ ა  გათენდა.

6. . . . ტ ყ ე შ ი . . . მუხა იდგა.

7. არწივი . . .  ფ რ ი ნ ვ ე ლ ი ა.


სვარჯიშო 6. დაყოფით დაბეჭდლ განსაზღვრებას შეურჩიეთ შესაფერისი არსებითი სახელი და მაგალითები ისე გადაწერეთ.


1. წ ვ ი მ ი ა ნ ი . . . თენდებოდა.

2. გარეთ  ჟ უ ჟ უ ნ ა . . . მოდიოდა.

3. ცას  შ ა ვ ი . . . გადაეკრა.

4. ექიმმა ავადმყოფს მ წ ა რ ე . . . გამოუწერა.

5. უ ღ რ ა ნ . . . ბევრი ნადირი ბინადრობდა.

6. შოთა რუსთაველი მ ე თ ო რ მ ე ტ ე . . . ცხოვრობდა.

7. ბუდეში პ ა წ ა წ ი ნ ა . . . ცხოვრობდნენ.

8. ეზოში მ ს უ ბ უ ქ ი . . . იდგა.

9. ა დ ი დ ე ბ უ ლ ი . . . ნაპირებიდან გადმოვიდა.

10. მოხუცი ნ ე ლ ი . . . მიდიოდა.

11. პატარა ბორცვიდან ა ნ კ ა რ ა . . . მოწანწკარებდა.


სავარჯიშო 7. აღწერა განაგრძეთ და დაასათაურეთ. განსაზღვრებას ხაზი გაუსვით ქვეშ.


უმთვარო ღამე იყო. ცას შავი ღრუბლები გადაჰკვროდა.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ჰოროსკოპები - Aura.Ge

 

ტესტები

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

გონივრული არჩევანი

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

Loading...

წყლის შესახებ
ყველაფერი წყლის შესახებ