წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 




—  —  —  —  —  —  —  —  —  —

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები



—  —  —  —  —  —  —  —  — 

საათები
საათების ონლაინ მაღაზია

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

თაფლის შესახებ
თაფლი - ყველაფერი თაფლის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი
ვებ კატალოგი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

 
  ნანახია 1811 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

როცა ქვემდებარე სულიერი საგნის სახელით არის გადმოცემული და მრავლობით რიცხვში დგას, ჩვეულებრივ შემასმენელიც მრავლობით რიცხვშია.


მაგალითად:

- ქ ა ლ ე ბ ი  ჯგუფ-ჯგუფად  დ ა დ ი ო დ ნ ე ნ  ხილის საკრეფად. (რაზ.).

- ბაღში  შ ვ ლ ე ბ ი  დ ა კ უ ნ ტ რ უ შ ო ბ დ ნ ე ნ. (ვაჟა).

- მ ტ რ ე დ ე ბ მ ა  მწყერს  დ ა უ ც ა დ ე ს. (ვაჟა)

- ეზოში  ც ი ც ი ნ ა თ ე ლ ე ბ ი  დ ა ფ რ ი ნ ა ვ დ ნ ე ნ. (გვეტ.)


როცა ქვემდებარე უსულო საგნით არის გამოხატული და მრავლობითშია, შემასმენელი ჩვეულებრივ მხოლობით რიცხვში დგას.


მაგალითად:

- ცას შავი  ღ რ უ ბ ლ ე ბ ი  გ ა დ ა ე კ რ ა. (ვაჟა).

- მდინარის ნაპირას ტ ი რ ი ფ ე ბ ი  ი დ გ ა. (გოგ).

- თეთრად  გ ა დ ა ი ლ ე ს ა  მ თ ე ბ ი. (ვაჟა).


თუ უსულო საგნის სახელით გამოხატული ქვემდებარე მრავლობითშია და მას სულიერივით მოქმედება მიეწერება, შემასმენელი ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში იხმარება.


- ვ ა რ ს კ ვ ლ ა ვ ე ბ ი  თვალების ფშვნეტით  ა თ ვ ა ლ ი ე რ ე ბ დ ნ ე ნ  ამ ცის სტუმარს. (რაზ.).

- დ უ დ უ ნ ე ბ დ ნ ე ნ  ყ ვ ა ვ ი ლ ე ბ ი  ერთხმად. (ვაჟა).

- უზარმაზარი  ხ ე ე ბ ი  საცოდავად  შ ე ს ტ ი რ ი ა ნ  მოღუშულ ცას. (რაზ.).


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რომელი სახელით არის გადმოცემული ქვემდებარე (სულიერი თუ უსულო) და როგორ შეეწყობა მას შემასმენელი რიცხვში.

ა)

1. დაღლილი ბიჭები ჩრდილში ისვენებდნენ. (მრევლ.).

2. ფრინველები გასაფრენად ემზადებოდნენ. (რაზ.).

3. თაგვებმა სათაგური თავიანთ ხვრელთან მიათრიეს. (ვაჟა).

4. გაშმაგებული ფუტკრები მინდვრის კეკლუცთ თავს ევლებოდნენ. (ყაზ.).

5. ჭია-მატლები უხდენენ მცენარეებს ფესვებს. (გოგ).

ბ)

1. მოქუშულ ცაზე აქა-იქ ჩანდა ვარსკვლავები. (ევდ.).

2. მინდვრები ტიტვლდებოდა. (რაზ.).

3. მაღალი ხეები შეირყა. (რაზ.).

4. იქ ყვავილები გაშლილა. (წერ.).

5. ბუხარში შვლის მწვადები შიშხინებდა. (ვაჟა.).

6. იმისი თვალები ბნელ ღამეში ცეცხლივით ელვარებს. (გოგ.).

7. დაშრა ცივი წყაროები. (ვაჟა).

გ)

5. მოწმენდილ ცაზე კაშკაშებდა ვარსკვლავები.

6. ხევზე მიდიან ნისლები.

7. ფოთლებმა შრიალი დაიწყეს.

8. მუხები წყრომით არხევდნენ ტოტებს.

9. უხალისო ფოთლები სევდიანად შრიალებდნენ.

10. ხეებმა თელას თვალიერება დაუწყეს.

 

სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები. გამოარკვიეთ, რომელ რიცხვში უნდა შეეწყოს შემასმენელი ქვემდებარეს და დაასრულეთ სიტყვები.

 

1. მერცხლებმა დერეფნის კუთხეში ბუდეს გაიკეთ... .

2. შეშინებულმა წეროებმა ყვირილი ატეხ... .

3. ბავშვები პატარა რუს ნაპირას თევზაობ... .

4. დაიკრიფ... ვენახებიც.

5. თებერვალშივე თეთრად გადაიპენტ... ტყემლები.

6. ყვითელი ფოთლები ყველგან მუხლებამდე ეყარ... .

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
Загрузка...

 

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

სწრაფი სესხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —