მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6248 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

წინადადებებში შემავალ სრული მნიშვნელობის მქონე სიტყვას  წ ი ნ ა დ ა დ ე ბ ი ს   წ ე ვ რ ი  ჰქვია.

"განთიადი ნელა შლიდა ფრთებს’’ (ქიაჩ.). ამ წინადადებაში ოთხი სრულმნიშვნელოვანი სიტყვაა და წინადადების წევრიც ოთხია. 

წინადადების წევრი, ჩვეულებრივ, ამა თუ იმ კითხვაზე მიუგებს.

დასახელებულ წინადადებაში შემავალი წევრის კითხვები და პასუხებია:

რ ა ს  შ ვ რ ე ბ ო დ ა  განთიადი? - შ ლ ი დ ა.

რ ა  შლიდა ფრთებს? - გ ა ნ თ ი ა დ ი.

რ ა ს  შლიდა განთიადი? - ფ რ თ ე ბ ს.

რ ო გ ო რ  შლიდა განთიადი ფრთებს? - ნ ე ლ ა.

წინადადების წევრებია: შემასმენელი, ქვემდებარე, დამატება, განსაზღვრება და გარემოება.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები, გამოარკვიაეთ, რამდენ-რამდენი წევრია თვითეულ წინადადებაში და რა კითხვაზე მოგვიგებენ ისინი.

1. ქარი ქროდა. თოვდა. ნამქერი ტრიალებდა (რაზ.).

2. მთიდან ნიავი წამოვიდა (ევდ.).

3. საძოვრებიდან ძროხები ზოზინით ბრუნდებოდნენ. (გვეტ.).

4. ტყეში ერთი დიდი მუხა იდგა. (ვაჟა.)

5. მთვარის შუქის ანარეკლი ოდნავ ანათებდა ფარდულს. (ქიაჩ.)

6. მთებიდან ჩამონადენი პატარა წყლები წუთზე ნიაღვრებად გადაიქცნენ. (ყაზ.).

7. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა მიწაზე გართხმულ ღამის სიბნელეს ანელებდა. (ქიაჩ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. ჩამოწერეთ ქვემოთ მოყვანილ წინადადებებში შემავალი წევრების  კითხვები და მათი პასუხები.

1. ბუხარში ნედლი შეშა ბუტბუტებდა. (ლორთ.)

2. გაშლილ ზღვაში ნავი ოდნავ ირხეოდა. ( გ. აბაშ.).

3. გიო ნელა ადიოდა აღმართზე. (გ. რჩ.).

4. შაშვი მხიარულად ჭახჭახებს მზის ჩასვლისას აკაციებში. (გამს.).

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ