მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5363 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

წინადადებაში სიტყვები ერთმანეთს უკავშირდება ენაში შემუშავებული წესების მიხედვით (სიტყვათა აზრობრივი და გრამატიკული შეკავშირება).

მაგ: მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა. (ევდა). ამ წინადადებაში ოთხი სიტყვაა და სამი სიტყვათა შეკავშირება:

1. მზემ სტყორცნა, 2. ფანჯარას სტყორცნა, 3. სხივი სტყორცნა. „სტყორცნა“ ზმნაა, რომელთანაც ერთი სახელი მოთხრობით ბრუნვაში დგას (მზემ), მეორე - მიცემითში (ფანჯარას), მესამე - სახელობითში (სხივი). მაშასადამე, სახელები ზმნასთან დაკავშირებული არიან გარკვეული წესების მიხედვით. ამასთანავე, ეს სიტყვები ერთმანეთს შეეფერება და შეუფერებელი იქნებოდა, რომ გვეთქვა: „ფანჯარამ მზეს სხივი სტყორცნა“, ან: „ფანჯარამ სხივს მზე სტყორცნა“ და მისთ...(მისთანები...)


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, რამდენი სიტყვაა თითოეულ წინადადებაში და რამდენი - სიტყვათა შეკავშირება; რომელი სიტყვა რომელ კითხვაზე მიუგებს.

1. მთიდან ნიავი წამოვიდა. (ევდ.). 2. ვერხვის ფოთლებმა თრთოლა დაიწყეს. (ვაჟა). 3. კურდღელი ხარბად წიწკნიდა დანამულ ჯეჯილს (რაზ.). 4. პატარა მაროს ძმამ მერცხლის ბარტყი მიუყვანა. (გოგ.).


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და კითხვების საშუალებით გამოარკვიეთ, რომელი სიტყვა რომელს ხსნის.

ა) 1. წითელი კაბა. 2. მაღალი მთა. 3. ათი ბავშვი.

ბ) 1. მშვიდად ეძინა. 2. კარგად მღეროდა. 3. გუშინ წავიდა.


სავარჯიშო 3. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, სიტყვათა დაკავშირება აზრის მიხედვით რა შემთხვევაში არის სწორი და რა შემთხვევაში - არასწორი.

ა) 1. ჟუჟუნა წვიმა. 2. ჟუჟუნა თოვლი.

ბ) 1. კეთილი კაცი. 2. კეთილი ბოროტება.

გ) 1, ჭკვიანი ვარსკვლავი. 2. მოწყვეტილი ვარსკვლავი,

დ) 1. ნელა მიდიოდა. 2. ხარბად მიდიოდა.


სავარჯიშო 4. პირველ სვეტში დასახელებულ სიტყვათაგან შეურჩიეთ შესაფერისი მეორე სვეტში დასახელებული სიტყვებს და მაგალითები ისე გადაიწერეთ.

ა) მწვანე             ღრუბლები

კოჭლი                ღამე

მსუბუქი             ცეცხლი

კუდიანი             მანქანა

მთვარიანი          ვარსკვლავი

ნელი                   ცხვარი

შავი                     მინდორი

 

ბ) ზღვა                 გალობდა

ბულბული           კნაოდა

მერცხალი            ღელავდა

კატა                      ჭიკჭიკებდა

ბაყაყი                   კაკანებდა

მამალი                 ბღაოდა

ქათამი                  ყიყინებდა

ძროხა                   ყიოდა

 

სავარჯიშო 5. მესამე სვეტში ჩამოწერილ ზმნებს შეურჩიეთ შესაფერისი სიტყვები პირველი ორი სვეტიდან, შეადგინეთ წინადადებები და ისე გადაიწერეთ.

ა) კოკისპირული

მთვარე

ქორმა

ეზოში

 

ღრუბელს

წვიმა

ძაღლი

წიწილა

 

ყეფდა

წაიღო

მოდიოდა

მოეფარა

 

ბ) ბავშვს

ბულბული

არწივი

წეროები

მთისაკენ

მშვიდად

გუნდ-გუნდად

საამურად

გალობს

მიფრინავდა

ეძინა

მიფრინავდნენ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სავარჯიშო 6. გამოტოვებული ბოლოსართები და თანდებულები აღადგინეთ და წინადადებები ისე გადაიწერეთ. აღდგენილ ბოლოსართებსა და თანდებულებს ხაზი გაუსვით ქვეშ.

1. ორ- ირემ- ძოვდ- მაღალ- ბალახ- შემოსილ მინდორ- (გოგ.). 2. მერცხლებ- დერეფნ- კუთხე- ბუდე გაიკეთ- (გოგ.). 3. დაბეჩავებულ- არწივ- მიფრინავდ- მაღალ- კლდისა- (ვაჟა). 4. მტაცებელ ფრინველებ- ვერ ენდობი- მშვიდობიან- ფრინველებ- (ვაჟა). 5. მოწმენდილ- ცა- მზ- შუქ- ელვარებდ- (გვეტ.).

კითხვები გასამეორებლად:

1. რას სწავლობს სინტაქსი?

2. რას ჰქვია პუნქტუაცია?

3. რა არის წინადადება? სიტყვათა შეკავშირება?

4. რით გამოიყოფა ერთი წინადადება მეორისაგან ლაპარაკის დროს? წერის დროს?

5. რა არის საჭირო იმისათვის, რომ წინადადებაში სიტყვათა შეკავშირება იყოს სწორი?

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ