მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6875 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სიტყვას ან ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე სიტყვას, რომლებიც დამთავრებულ აზრს გადმოგვცემენ, წინადადება ჰქვია.

ყოველი დამთავრებული აზრი - წინადადების საშუალებით გადმოიცემა.

წინადადება ერთი ან რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული სიტყვისაგან შედგება. 

მაგ: დაზამთრდა. ქარი გრიალებდა თოვლი სპეტაკად ბრწყინავდა. ჭიაღუები ღრმა ძილში იყვნენ. ისინი მოუთმენლად მოელოდნენ გაზაფხულის დადგომას. (რაზ.).

ამ ნაწყვეტში ხუთი წინადადებაა. პირველი წინადადება ერთი სიტყვისაგან შედგება; მეორე - ორისაგან, მესამე - სამისაგან, მეოთხე - ოთხისაგან, მეხუთე - ხუთისაგან. 

აქ ყოველი წინადადება დამთავრებული აზრის გამოხატავს.

ლაპარაკის დროს ერთი წინადადება მეორისაგან პაუზით (მცირე შესვენებით) გამოიყოფა, წერის დროს კი - ამა თუ იმ სასვენი ნიშნით (წერტილით, კითხვის ნიშნით, ძახილის ნიშნით).

სავარჯიშო 1. წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ნაწყვეტები. აღნიშნეთ, რამდენ-რამდენი წინადადებაა მათში და რამდენი სიტყვითაა გადმოცემული თითოეული წინადადება.

1. დადგა შემოდგომა. დაიწყო ფოთოლმა ჩამოცვენა. გრილა. ღამე რთვილს აგდებს. მთის წვერებს მალე თოვლს მოჰკიდებს. (ვაჟა).

2. ისევ ცხელი დღე გათენდა. საამურად აჭიკჭიკდნენ ჩიტები. ქუჩებსა და ეზოებში აფრთხიალდნენ აქაური გვრიტები. (ი. აბაშ.).

სავარჯიშო 2. გამოარკვიეთ, რამდენ-რამდენი წინადადებაა ქვემოთ მოყვანილ ნაწყვეტებში. გადაიწერეთ ეს ნაწყვეტები და ყოველი წინადადების შემდეგ დასვით წერტილი.

1. დაღამდა მოქუშულ ცაზე აქა-იქ ჩანდა ვარსკვლავები მთვარე ღრუბლებიდან მკრთალად ანათებდა ქუჩაში მოძრაობა შეწყდა (ევდ.).

2. ალიონმა აიწია დედამიწა განათდა გამოჩნდა მშვენიერი ვაკე ქვეშის აღმართისა აქ ბუნება შეიცვალა მშვენიერი მდიდარი სურათებით (ყაზ.).

3. ღამე გამოეთხოვა ქვეყანას ერთი კალთა ცისა აიხადა გარიჟრაჟდა მტრედისფერმა გადაჰკრა ცის გუმბათს დილამ კარი გაუღო დღეს და გამოახედა (ჭავ.).

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ