მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7736 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ნაწილაკის რაობა 

 

ნაწილაკი ჰქვია დამოუკიდებელი მნიშვნელობის უქონელ ბგერას, ბგერათა ჯგუფს თუ სიტყვას, რომელიც დაერთვის წინადადების წევრს ან მთელ წინადადებას და სხვა ელფერს აძლევს მას მნიშვნელობის მხრივ.

ნაწილაკი ცალკე დგას ან შეზრდილია სიტყვასთან. მაგალითად, ნაწილაკებია ოდე და ნუთუ.

პირველი რაოდენობით რიცხვით სახელს დაერთვის, შეზრდილია მასთან და აღნიშნავს რიცხობრივ მიახლოებას: ორიოდე, ხუთიოდე, ცხრაოდე.

მეორე ცალკე მდგომი ნაწილაკია, დაერთვის წინადადებას და მას კითხვით შინაარსს აძლევს:  „ნ უ თ უ  უჩივის აწ იგი ბედსა“ (ჭავ.).

ზოგი ნაწილაკი წინ უძღვის იმ სიტყვას, რომელსაც ახლავს, ზოიგი კი მოსდევს მას. მაგალითად, წინ უძღვის: არ (არ წავიდა), ვერ (ვერ გააკეთა), ნუ (ნუ აკეთებ!) და სხვა... ხოლო მოსდევს: მე (ვინმე), ვე (ორივე), ოდე (სამიოდე), ღ (ერთიღა) და სხვა...

ზოგი ნაწილაკი სიტყვის წინაც გვხვდება და შემდეგაც. მაგალითები: „თ უ რ მ ე  ყოფილა ერთი ბატონი“ (ჭავ.); „გიორგიც მაშინ იქ ყოფილიყო და ბალღებთან თამაშობდა თ უ რ მ ე“ (ჭავ.).


სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები. წინ მდგომ ნაწილაკს. ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, მომდევნოს - ორი. სიტყვასთან შერწყმული ნაწილაკი გამოყავით დეფისით.

1. სპილოს ლომსავით ცალკე ცხოვრება არ მოსწონს (გოგ.).

2. ორი კურდღლის მდევარი ერთსაც ვერ დაიჭერსო (ანდ.).

3. მონადირემ თოფის სროლა ვერ მოასწრო (გოგ.).

4. ეგ აღარ მომაგონდა (ჭავ.).

5. ზამთრობით მგელი ესტუმრება ხოლმე ხმელ წიფელს (ვაჟა.).

6 ორივენი მივედით წყლის ნაპირას (ლომ.)

7. ჩემს ყურებს ნუ გააგონებ იმათ კვნესას (ვაჟა.).

8. ბავშვები უკვე აშლილიყვნენ (ბელ.)

9. მე იმ ერთმა დღემ თითქმის დამაბერა (ჭავ.).

10. აბა კაციცა ისა ყოფილა (ჭავ.).

11. ჩემს ყოფას მალე შევეჩვიე მე, კიდეც ვლხინობდი, კიდეც ვმღეროდი (ჭავ.).

12. კრუხმა თან გამოიყოლა ოციოდე მოჩიტული წიწილა (გოგ.).

13. გავიდა რამდენიმე დღე (გ. წერ.)

14. ვიღაცამ ასკუპა ცხენი (ჭავ.).

 

ნაწილაკთა ჯგუფები

 

ნაწილაკები მნიშვნელობის მიხედვით მრავალფეროვანია. ერთსა და იმავე ნაწილაკს სხვადასხვა ვითარებაში ზოგჯერ სხვადასხვა მნიშვნელობაც აქვს. მაგალითად,  (ცა) ნაწილაკი კითხვით სიტყვებს (კითხვით ნაცვალსახელებსა და კითხვით ზმნიზედებს) უკარგავს კითხვითობას და მათ მიმართებითად გადააქცევს: ვინც, რაც, რომელიც, როგორიც, სადაც, საიდანაც, საითკენაც, როგორც.

იგივე ზოგჯერ ყურადღებას ამახვილებს იმ სიტყვაზე, რომელსაც ის დაერთვის: „ხალიჩაც მოართვი, მუთაქაცა, ქვეშაგებიც“ (ჭავ.).

ზოგიერთი ნაწილაკი მნიშვნელობით არ უახლოვდება სხვა ნაწილაკებს, ასეთებია: ხოლმე, თურმე, ვე. პირველი ორი (ხოლმე და თურმე) ზმნებს დაერთვის, მესამე (ვე) - სახელებს.  ხ ო ლ მ ე  აღნიშნავს მრავალგზისობას (განმეორებულ მოქმედებას), თ უ რ მ ე - უნახაობას: აკეთებს ხოლმე, აკეთებდა ხოლმე, წერს თურმე, წერდა თურმე. ვ ე  აღნიშნავს თვით იმავეს: ქალივე, თეთრივე, ჩემივე.

ამასთანავე გამოიყოფა ისეთი ნაწილაკებიც, რომლებიც მნიშვნელობით ერთმანეთს უახლოვდება და გარკვეულ ჯგუფს ქმნის. ასეთი ჯგუფებია:

1. კითხვითი ნაწილაკები: ხომ, განა, ნუთუ. მაგალითები: „თავადაც  ხ ო მ  გინდა ელგუჯას ნახვა?“ (ყაზ.); „გ ა ნ ა  ლუარსაბი ბედნიერი არ იყო?“ (ჭავ.); „ნ უ თ უ  გული აიყარა თავის საყვარელ შვილზე?“ (ვაჟა).

2. უარყოფითი ნაწილაკები: არ, ვერ, ნუ; აღარ, ვეღარ (ნუღარ); არც, ვერც, ნუღარ, აღარც, ვეღარც, ნუღარც, როდი (= არ):  ა რ  აკეთებს, ვ ე რ  აკეთებს,  ნ უ  აკეთებს,  ა ღ ა რ  აკეთებს და სხვა...

ამათგან არ უბრალოდ უარყოფს; ხოლო ვერ უარყოფს შეძლების მხრივ: ვერ აკეთებს = არ შეუძლია აკეთოს. ა ღ ა რ,  ვ ე ღ ა რ,  ნ უ ღ ა რ  გვიჩვენებს დაპირისპირებას წინანდელ სურვილთან: აღარ აკეთებს = წინათ აკეთებდა (ან უნდოდა ეკეთებინა) და ახლა აღარ აკეთებს. როდი მითხრა (= არ მითხრა).

3. განუსაზღვრელობითი ნაწილაკები: მე, ღაცა. ეს ნაწილაკები დაერთვის კითხვით ნაცვალსახელებსა და კითხვით ზმნიზედებს და მათ განუსაზღვრელად აქცევს: ვინმე, რამე, რომელიმე, რამდენიმე, სადმე, როდისმე, როგორმე; ვიღაც(ა), რაღაც(ა), რომელიღაც(ა), როგორიღაც(ა), სადღაც(ა), როგორღაც და სხვა...

4. მიახლოებითი ნაწილაკები: თითქმის, ლამის, კინაღამ. ესენი აღნიშნავენ მიახლოებას ცოტაღა რომ უკლია:  თ ი თ ქ მ ი ს  ნახევარი;  "ლ ა მ ი ს თავი გაუხეთქოს“ (ჭავ.)  კ ი ნ ა ღ ა მ  მოკლა. ამავე ჯგუფს განეკუთვნება ოდე, რომელიც რაოდენობით რიცხვით სახელებს დაერთვის: ათი  ო დ ე (- დაახლოებით ათი), ასი  ო დ ე (-დაახლოებით ასი).

5. გაძლიერებითი ნაწილაკები: (ცა), ც კი, კიდეც, მაინც, უკვე: „ცაც და ქვეყანაც მე შემომხარიან“ (ჭავ.); „ჩამოვარდა ისეთი სიმშვიდე, რომ ბუზის გაფრენის ხმასაც  კ ი  გაიგონებდით“ (ყაზ.); „ბოლოს  კ ი  კაკომ უთხრა თამამად“ (ჭავ.); „გათავდა ომი  კ ი დ ე ც  დაღამდა“ (წერ.);  მ ა ი ნ ც  წავიდა;  უ კ ვ ე  წავიდა.

6. გამორჩევითი ნაწილაკები: ღა, მარტო, მხოლოდ. ეს ნაწილაკები გამოყოფენ: ერთი  ღ  ა  დაბრუნდა;  მ ხ ო ლ ო დ  შენ დაგიბარეს;  მ ა რ ტ ო  ვანო მოვიდა.

7. ნება-სურვილისა და გრძნობის გამომხატველი ნაწილაკები: რა, არ, აკი, აკი არ. ეს ნაწილაკები გამოხატავენ განცვიფრებას: „ქა,  რ ა  ლამაზია!“ (ვაჟა); „დავით,  ა კ ი  მზეთუნახავიაო!“ (ჭავ.); უარყოფითი არ-ისაგან უნდა გავარჩიოთ, განცვიფრების არ. მაგალითად: მოხვდა? - არა,  ა რ  მოხვედრია. ა აქ უარყოფითი ნაწილაკია. იგივე არ განცვიფრებას გამოხატავს, მოქმედება კი დადებითად არის წარმოდგენილი: „შიგ გულში  ა რ  მოხვედრია!“ (არაგ.); „თურმე წყალი ა რ  დაჰკლებია!“ (ვაჟა).

8. ნატვრითი ნაწილაკებია: ნეტავი (ნეტაი), -მც, -მც კი: „ნ ე ტ ა ვ ი  ჩიტი ვიყო, ჩიტუნია პატარა!“ (წერ.);  „ნ ე ტ ა ვ  სად მიდის მელია, თუ ჭკვა არ გამოელია?“ (ვაჟა); „გულ-მკერდიმც აგიყვავდება, დედაო, ია-ვარდითა“ (ვაჟა); „უწინამც დღე კი დამელევა მე! უცხოობაში რაა სიამე?“ (ბარ.).

დაე (დეე, დე) არის შემოკლებული „დაეხსენ“. იხმარება ბრძანების (ნება-სურვილის) გასაძლიერებლად:  „დ ა ე  რისხვით ცამ იჭექოს! (ევდ.); „დ ა ე  მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი! ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი“ (ბარი); „დ ე  მკერდს სისხლის დაღი აჩნდეს და შუბლს - ოფლის ნაკადული“ (ევდ.).

ვინძლო მოითხოვს კავშირებითი მწკრივის ფორმას და გამოხატავს გამხნევებას, წაქეზებას: "აბა, წყაროვ, მარდო წყაროვ, თამაშობით მომდინარო, კორდი, ველი და ნახნავი, ვ ი ნ ძ ლ ო  კარგად გაახარო (გოგ.).

ვაითუ გამოხატავს შიშს: "ვ ა ი თ უ  გზაში დაიღალა, სუსტია და ვერ იარა." (ხალხ).

9. სიტყვა-სიტყვითი ნაწილაკები: მეთქი, თქო (თქვა), ო. ესენი გამოხატავენ სიტყვა-სიტყვით გამეორებას თავისი ან სხვისი ნათქვამისას. მ ე თ ქ ი (წარმომდგარია „მე ვთქვი“-საგან) აღნიშნავს თავისი ნათქვამის ან თავისი განაზრახი სიტყვების გამეორებას: „ამ ერთმა შაშვმა როგორ შემაშინა-მ ე თ ქ ი, - ვჯავრობდი“ (ვაჟა), „ახ, ერთი ის საკრავი ნეტავი ჩემი იყოს-მ ე თ ქ ი, - ვიფიქრე“ (რაზ.).

თ ქ ო (თქვა) აღნიშნავს პირველი პირის მიერ დანაბარებ სიტყვას, რომელიც მეორე პირმა მესამე პირს უნდა გადასცეს: „ქაჯან, გაიქე, დედაშენს უთხარი: ერთი პური გვასესხე-თ ქ ო“ (ლომ.).

გადმოგვცემს მესამე პირის ნათქვამს. მას „სხვათა სიტყვის ო“ ჰქვია; მაგალითები: „ეს შენი დაწერილია? - მკითხა დირექტორმა. - დიახ, ჩემი დაწერილია-მ ე თ ქ ი, - ვუპასუხე მე“ (წერ.).

10. მიგებითი სიტყვები. მიგებითი სიტყვები ნაწილაკებშია მოქცეული , რომლებიც იხმარება ცალკე, კითხვის პასუხად, და მთელი წინადადების მაგივრობას ეწევა. ასეთი ნაწილაკები ორგვარია: დადასტურებითი და უარყოფითი.

დ ა დ ა ს ტ უ რ ე ბ ი თ ი ა: ჰო, კი, დიახ (დიაღ);

უ ა რ ყ ო ფ ი თ ი ა: არა, ვერა.

მართლწერისათვის. მიგებითი ნაწილაკები მომდევნო სიტყვებისაგან მძიმით გამოიყოფა.

- რა, ვითომ გამოვაშვებინო?

- ჰო, შენმა მზემ (ჭავ.).

- გინახავს სადმე პატარა პატიკო? - ა რ ა,  არსად შემხვედრია (ჭავ.).

- აქაური ხარ?

- დ ი ა ხ,  დ ი ა ხ, მამა-პაპით აქაური მცხოვრებელი გახლავარ (ვაჟა.).

მ ე თ ქ ი  და  თ ქ ო დეფისით გამოიყოფა: მოვალ-მეთქი, მოდი-თქო.


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. ნაწილაკებს გაუსვით ქვეშ ხაზი. აღნიშნეთ (ზეპირად) თვითეული მათგანის მნიშვნელობა.

1. თითქო შენატრდა იმას მეურმე, - „ახ, ნეტავი შენ!" - წაიდუდუნა (ჭავ.).

 2. ჩემთან საქმე ხომ არ გაქვს? - არა, შენი ჭირიმე, გლახუკას მოვსდევ (ქავ.).

3. რა მშვენიერია! - შესძახა გიგომ აღტაცებით (ლომ.).

4. ვერც ვუკრავ, ვეღარცა ვმღერი (წერ.)

5. ნუ მკიცხავთ, მნახოთ უგნურად, ნურც გაიკვირვებთ ბრძნობასა (წერ.).

6. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი (რუსთ.).

7. ახლა ჭკუა ვისწავლე, აღარ მოვტყუვდებიო (წერ.).

8. დღეს კი არ არის ახალი წელიწადი, ხვალ არის-მეთქი (ვაჟა).

9. როგორც გითხარი, ისე მოიქეცი-თქო (მავ.).

10. ბავშვმაც კი იცის, ვინ არის კაკო (ჭავ.).

11. განა კაცი სულ ერთ გუნებაზეა! (ჭავ.).

12. კურდღელს შიშით კინაღამ გული გაუსკდა (წერ.)

13. ვერ ხედავ, ლამის ცა ჩამოიქცეს? (ჭავ.).

14. მე იმ ერთმა დღემ თითქმის დამაბერა (ჭავ.).

15, მიყვარდა ხოლმე ყანებში სიარული (წერ.).

16. ერთ მხარეს მარტო ათიოდე მოსწავლე იდგა (ბარნ.).


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ „კაკო ყაჩაღის“ დასაწყისი (სამი გვერდი), ამოიწერეთ იქიდან ნაწილაკები და დააჯგუფეთ შინაარსის მიხედვით.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ