მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10896 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ნაცვალსახელის რაობა

* * * * * * *

 

ნაცვალსახელი ჰქვია მეტყველების ნაწილს, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში გამოიყენება არსებითი, ზედსართავი და რიცხვითი სახელების ნაცვლად.

მაგალითად: ლევანი VI კლასში სწავლობს. ი გ ი პირველი კლასიდან წარჩინებული მოსწავლეა. ა ს ე თ ი მოსწავლეა ნიკოლოზიც.  ჩვენს კლასში სულ ათი წარჩინებული მოსწავლეა. ა მ დ ე ნ ი წარჩინებულია VII კლასშიც.

ი გ ი,   ა ს ე თ ი   და   ა მ დ ე ნ ი   ნაცვალსახელებია. ამათგან - ი გ ი - ნახმარია არსებითი სახელის (ლევანის) ნაცვლად, ა ს ე თ ი - ზედსართავის სახელის (წარჩინებულის) ნაცვლად, ხოლო ა მ დ ე ნ ი - რიცხვითი სახელის (ათის) ნაცვლად.

 

ჯგუფები

* * * * * * *

 

შინაარსის მიხედვით ნაცვალსახელებში გამოიყოფა შემდეგი ჯგუფები:

1. პირის: მე, შენ, ეს, ეგ, ის (იგი); ჩვენ, თქვენ, ესენი, ეგენი. ისინი (იგინი); თავი.

შენიშვნა. თ ა ვ ი  არსებითი სახელია (მაგალითად თავი დაიბანა) მაგრამ ხშირად ის პირის ნაცვალსახელად არის გამოყენებული მაგალითად: თ ა ვ ი  ისახელა, თ ა ვ ი  შეირცხვინა,  თ ა ვ ი გამოიჩინა და სხვა... ასეთი მნიშვნელობით "თავი" პირის ნაცვალსახელებს განეკუთვნება. სხვებისგან განსხვავებით მას უკუქცევითს ეძახიან.

მე და ჩვენ I პირის ნაცვალსახელებია, შენ და თქვენ II პირისა. "მე"-ს კაცი უწოდებს საკუთარ თავს, ხოლო "ჩვენ" სიტყვით, იგი თავის თავთან ერთდ სხვებსაც გულისხმობს.

"შენ ნაცვალსახელით მივმართავთ ერთ პირს, "თქვენ" სიტყვით კი რამდენიმეს (ორს და მეტს). თავაზიანი მიმართვისას ერთ პირსაც თ ქ ვ ე ნ ო ბ ი თ  მივმართავთ.

 

2. ჩვენებითი (მითითებითი) - ამ ჯგუფის სახელები გვიჩვენებენ (მიგვითითებენ) რამეს: ეს, ეგ, ის (იგი); ასეთი (აგეთი), ეგეთი (მაგეთი), ისეთი; ამნაირი, მაგნაირი, იმნაირი; ამისთანა, მაგისთანა, იმისთანა; ამდენი, მაგდენი, იმდენი.

როგორც ზემოთ არის აღნიშნული - ეს, ეგ, ის (იგი) - ჩვენებითიც არის და პირის ნაცვალსახელიც.

3. კითხვითი - ჯგუფი გამოხატავს კითხვას: ვინ, რა, რომელი? როგორი? რანაირი? რამდენი? როდინდელი? სადაური? რარიგი? ("რარიგი სამართლანი იქნებოდა იმათგან მოტანილი სიტყვები" (ყაზ), "რარიგ საოცარ მვენიერებით" (ჭავ)

4. კუთვნილებითი - ჯგუფი გამოხატავს კუთვნილებით ურთიერთობას საგანსა და ნაცვალსახელით ნაგულისხმევ პირს შორის: ჩემი, შენი, მისი (იმისი), ჩვენი, თქვენი, მათი (იმათი), თავისი (თვისი);

5. კითხვით-კუთვნილებითი - ვისი? რისა? (რისი?)

6. მიმართებითი - ამ ჯგუფის სიტყვები ნაწარმოებია კითხვით ნაცვალსახელთაგან - ც (ა) ნაწილაკის დართვით, რომელიც მათ კითხვის ძალას უკარგავს და მიმართებითად აქცევს: ვინც (ვინცა), რაც (რაცა), რომელიც, როგორიც, რანაირიც, როდინდელიც, რამდენიც, ვისიც, რისაც (რისიც), სადაურიც.

შ ე ნ ი შ ვ ნ ა. "" შეიძლება სხვა სიტყვას ახლდეს. მაგალითად: "ამხანაგი, რომლისთვისაც შენ მდინარეში გადახტი და "ამხანაგი, რომლის ქუდისთვისაც შენ მდინარეში გადახტი".

7. ურთიერთობითი - ერთმანეთი, ერთურთი, ერთიმეორე.

8. განსაზღვრებითი - თვით, თვითონ, თავად, თითოეული, ყოველი, ყველა, სხვა, მავანი.

შ ე ნ ი შ ვ ნ ა - "მავანი" იხმარება მაშინ, როცა არ უნდათ ვისიმე დასახელება - "შენ, მავანო, მკითხაობა მიჩუქებია შენთვის" (ჭავჭ.)

9. განუსაზღვრელობითი - ვიღაც, რაღაც, რომელიღაც, ვინმე, რამე, რამდენიმე, რომელიმე, ერთი, ზოგი (ზოგიერთი), კაცი.

შ ე ნ ი შ ვ ნა. - "კაცი" არსებითი სახელია, მაგრამ ბევრ შემთხვევაში იგი განუსაზღვრელ ნაცვალსახელად არის გამოყენებული. მაგალითად: "რიტორიკაში სწერია: ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო". (ჭავჭ.) აქ "კაცმა" გასუსაზღვრელი ნაცვალსახელია. მისგან ნაწარმოები უარყოფითი "არაკაცი" (რომელიც მნიშვნელობით იგივეა, რაც "არავინ") ცოცხალ კილოებში გვხვდება.

"ერთი" რიცხვითი სახელია, მაგრამ ზოგჯერ ის განუსაზთვრლეი ნაცვალსახელიც არის; მაგალითად: "იყო ერთი ღარიბი კაცი" (= იყო ვიღაც ღარიბი კაცი).

10. უარყოფითი - არაფერი, ვერაფერი, არავინ, ვერავინ (ვერვინ), ნურავინ (ნურვინ), არა (მიღებულია აქედან: არ-რა, არა-რა), ვერა (მიღებულია: ვერ-რა, ვერა-რა), ნურაფერი.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ