მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 12441 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

რიცხვითი სახელის რაობა

* * * * * * *

 

რიცხვითი სახელი ჰქვია მეტყველების ნაწილს, რომელიც გვაძლევს რიცხობრივ წარმოდგენას და განსაზღვრავს საგანს რაოდენობისა ან რიგის მიხედვით (ან კიდევ საგნის ნაწილს გამოხატავს მთელთან შეფარდებით).

შენიშვნა. ქართული თვლის სისტემა შერეული ტიპისაა: ნაწილობრივ ათობითია და ნაწილობრივ - ოცობითი.

ათობითი სისტემისაა ქართული თვლა თერთმეტიდან ცხრამეტამდე (ჩათვლით), ასი და ასს ზევით: ათი, (ა) თ-ერთ-მეტი, (10+1), (ა) თ-ექვს-მეტი, (ა) თ-ცხრა-მეტი, ასი (10X10), ათასი (10X100), ათი ათასი (10X1000) და სხვ...

ოცობითია ქართული თვლა ოციდან 99-ამდე: ოცდაერთი (20+1), ოცდაცხრა, ოცდაათი (20+10), ოცდათერთმეტი... ოცდაცხრამეტი, ორმოცი (2X20), სამოცი (3X20), ოთხმოცი (4X20), ოთხმოცდა ცხრამეტი (4X20+19).

 

ჯგუფები

* * * * * * *

 

ზემოთ მოცემული განსაზღვრის მიხედვით გვაქვს შემდეგი სახის რიცხვითი სხელები:

• რაოდენობითი;

• რიგობითი;

• წილობითი;

რაოდენობითი სახელები - რაოდენობითია ისეთი სახელი, რომელიც საგნის რაოდენობას აღნიშნავს: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ათი, ოცი, ორმოცდაათი, ასი, ათასი, მილიონი.

გარკვეული რიცხვის აღმნიშვნელი სახელების გარდა, მოიპოვება აგრეთვე გაურკვეველი რიცხვის აღმნიშვნელი სახელები: რამდენიმე, ბევრი, მრავალი, ცოტა, ურიცხვი და სხვა... რომლებიც მიმართებითი სახის ოდენობათა გამომხატველია: რაც ერთ შემთხვევაში ბევრად შეიძლება ჩაითვალოს, სხვა შემთხვევაში შეიძლება ცოტა იყოს.

შედგენილობის მიხედვით რაოდენობითი სახელი შეიძლება იყოს მარტივი და რთული.

მ ა რ ტ ი ვ ი ა: ერთი, სამი, ათი, ოცი, ასი;

რ თ უ ლ ი ა: (ა) თ-ერთ-მეტი, (ა) თ-ორ-მეტი, ოც-და-ხუთი, სამ-ოც-და-ხუთი, ათ-ასი.

რიგობითი სახელები - რიგობითი ჰქვია ისეთ რიცხვით სახელს, რომელიც აღნიშნავს საგნის რიგს: პირველი, მეორე, მესამე, ოცდამეხუთე, მეასე, ას მეოთხე და სხვა...

რიგობითი სახელი ნაწარმოებია სათანადო რაოდენობითი სახელის ფუძისაგან თავში მე-ს და ბოლოში -ს დართვით (მე-): მე-ორ-ე, მე-სამ-ე, მე-ათ-ე, მე-თერთმეტ-ე, მე-ოც-ე, მე-ორმოც-ე, მე-ას-ე და სხვა...

წარმოების მხრივ განკერძოებით დგას პირველი, რომელიც „მეერთე“-ს ნაცვლად იხმარება, მაგრამ რთულ რიცხვით სახელებთან ითქმის მეერთე და არა პირველი: ოცდა-მეერთე (და არა - ოცდაპირველი), ორმოცდამეერთე (და არა - ორმოცდაპირველი), ას მეერთე (და არა - ას პირველი) და სხვა...

და-თი შეერთებული რიცხვითი სახელებისაგან რიგობითის ფორმები ერთეულებს, ათსა და ათზე ზემოთ რიცხვებს მოდის; ითქმის: მეოცე, მაგრამ: ოცდამეხუთე (და არა - მეოცდახუთე), ოცდამეათე (და არა - მეოცდაათე); ითქმის: მესამოცე, მაგრამ - სამოცდამეთექვსმეტე (და არა - მესამოცდათექვსმეტე) და სხვა;

ითქმის: მეასე, მეორასე, მეათასე, მაგრამ ამასთან: ას მეხუთე, ათას ცხრაას ორმოცდა მეთორმეტე და სხვა...

წილობითი სახელები - წილობითი ჰქვია ისეთ სახელს, რომელიც მთე ლის ნაწილს რიცხობრივი შეფარდებით გამოხატავს: მესამედი, მეოთხედი, მეთერთმეტედი, მეოცედი, ოცდამეერთედი და სხვა...

შენიშვნა. „მეორედის“ ნაცვლად ითქმის „ნახევარი“, რომელიც უკავშიროდაც დაერთვის სახელს: მეტრ-ნახევარი (= მეტრი და მეტრის ნახევარი), კილო-ნახევარი, ბოთლ-ნახევარი, თვე-ნახევარი, ლარ-ნახევარი და სხვა...

რიცხვითი სახელს დაესმის შემდეგი კითხვები:

• რამდენი?

• მერამდენე? (ან რიგით რომელი?)

• მერამდენედი?

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ