მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1521 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ლ ე ქ ს ი კ ა  ბერძნული სიტყვაა. იგი ნიშნავს ენაში არსებულ სიტყვათა ერთობლიობას.

ანუ ლექსიკა ქვია ამა თუ იმ ენის სიტყვათა მარაგს.

მაგალითად, ქართულში მრავალი ათასი სიტყვაა. ყველა ეს სიტყვა, ერთად აღებული, შეადგენს ქართული ენის ლექსიკას, ანუ სიტყვათა მარაგს.

ფ რ ა ზ ე ო ლ ო გ ი ა  არის ენის მტკიცედ ჩამოყალიბებული გამონათქვამები.

 

საყოველთაოდ ხმარებული ლექსიკა

 

ისეთ სიტყვებს, რომელთაც ხმარობს რომელიმე ენაზე მოლაპარაკე ყველა ადამიანი, საყოველთაოდ ხმარებული ლექსიკა ჰქვია.

ასეთია ენაში არსებულ სიტყვათა დიდი ნაწილი. მაგალითად, საყოველთაოდ ხმარებული სიტყვებია: დედა, მამა, და, ძმა, წყალი, პური, ცა, მიწა, სახლი, დღე, ღამე, დილა, საღამო... დიდი, პატარა, თეთრი, შავი, წითელი, მაღალი, დაბალი, კარგი, ლამაზი... მუშაობს, სწავლობს, აკეთებს, მიდის, მღერის, უთხრა... ხვალ, გუშინ, ნელა, ჩქარა, მაღლა, დაბლა, აქ, იქ, სად, როდის...

 

დიალექტური ლექსიკა

 

ენაში მოიპოვება ისეთი სიტყვებიც, რომლებიც ამა თუ იმ კუთხის მცხოვრებთა მეტყველებისათვის არის დამახასიათებელი. მაგალითად, რაჭულ კილოში (დიალექტში) გვხედება: ბაღვი (ბავშვი), ბოშუკა (პატარა ბავშვი), თიკუნა (პატარა თიკანი); იმერულში გადიკარა (წვიმამ გადაიღო), ბაჩა (დაბალი, ტანმორჩილი), მუდო (თხუნელა), აქაურელი (აქაური); გურულში: ბოლი(ტოტი), გაკუჭტა (გაჯავრდა), ნალია (სასიმინდე), რეიზა (რატომ).

ამა თუ იმ კუთხის შცხოვრებთა მეტყველებისათვის დამახასიათებელ სიტყვებს დიალექტური ლექსიკა ჰქვია. მაშასადამე, ზემოთ დასახელებული სიტყვები დიალექტურია.

სალიტერატურო ენაში ნახმარ კუთხურ სიტყვებს დიალექტიზმები ეწოდება. ასე, მაგალითად, დიალექტიზმები გეხვდება ნიკო ლომოურის, დავით კლდიაშვილის, ეგნატე ნინოშვილისა და სხეათა ნაწარმოებებში.


სავარჯიშო. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, რომელი სიტყვებია საყოველთაოდ ხმარებული და რომელი - დიალექტური,

1. შაშვი მხიარულად ჭახჭახებს მზის ჩასვლისას აკაციებში. (გამს.).

2. ეზოში კვატიე იკირკნებოდა რაცხას, რავარც იცის. (გურ.).

3. ჩემი და პატარუკა ამხელუკა იყო. ცხვარუკა გვინდაო, ძროხუკა არა მყავს. წყალუკა უნდა მოვიტანო. (რაჭ.).

4. თოვლი მზეზე სპეტაკად ბრწყინავდა (რაზ.).

5. გარეთ ცეცხ გვინთავის, ზამთრობით შიგითა ცხოვრობთ. (ფშაური).

დ ა ვ ა ლ ე ბ ა: რომელი კუთხის მცხოვრებთა მეტყველებაა თქვენთვის ცნობილი? დაუკვირდით უფროსების მეტყველებას ღა ჩაიწერეთ რამდენიმე დიალექტური სიტვა. დაასახელეთ დიალექტური სიტყვები, რომლებიც შეგხვდათ მხატვრულ ნაწარმოებთა შესწავლის დროს.

 

პროფესიული ლექსიკა

 

სალიტერატურო ენაში მოიპოვება სიტყვები, რომელთა ხმარებაც დაკავშირებულია ამა თუ იმ პროფესიის, სპეციალობის ადამიანთა შრომით საქმიანობასთან. მაგალითად, ქართული ენის მასწავლებლის მეტყველებაში ჩვეულებრივი სახმარი სიტყუებიან გრამატიკა, მორფოლოგია, სინტაქსი, ფონეტიკა, ბრუნება, ზმნა, ზმნიზედა, თანდებული, თავსართი, ბოლოსართი, ქვემდებარე, შემასმენელი, ხმოვანი, თანხმოვანი, მარცვალი და სხვ.

ასევე, სხვა საგნების (მათემატიკის, ისტორიის, გეოგრაფიის...) სპეციალისტთა მეტყველებაში იხმარება ბევრი ისეთი სიტყვა, რომლებიც მათ შრომით საქმიანობასთან არის დაკავშირებული და საყოველთაოდ ხმარებული არ არის.

ისეთ სიტყვებს, რომელთა ხმარებაც დაკავშირებულია ამ თუ იმ პროფესიის ადამიანთა შრომითს საქმიანობასთან, პროფესიული ლექსიკა ჰქვია...


სავარჯოშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, რომელი სიტყვებია საყოველთაოდ ხმარებული და რომელი პროფესიული.

1. მამა მიჯავრდებოდა, ხელი არაფერს ახლოო, მაგრამ შე მაინც ვიღებდი პაწაწიანა ჭანჭიკებს და ქანჩებს, ერთმანეთს ვარგებდი, ერთმანეთის გვერდით ვაწყობდი (რ.ინან.).

2. ფილტვის ექინოკოკი მძიმე ავადმყოფობაა. ობერაცია ერთადერთი საშუალებაა მის წინააღმდეგ (ნ. ყიფ.).


სავარჯიშო 2. ამოიწერეთ მათემატიკის (გეოგრაფიის, ისტორიის) სახელმძღვანელოდან 10-15 პროფესიული სიტყვა; ჩაიწერეთ თქევნი მშობლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული რამდენიმე პროფესიული სიტყვა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ