მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 963 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

გადმოიშალა

ღამე თმებივით,

ვარსკვლავის თვალით

დაიწყო ცქერა,

ადგნენ ლანდები

მაღალ მთებივით

და მტკვარმა გულზე

ცა დაიკერა,

სიზმარეთს მოჰგავს

ახლა თბილისი...

რუსთველის გამზირს

შვენის ქანდაკი,

თითქოს მზიური

ღიმთა თილისმით

შეუკრავს იგი

უკვდავ აკაკის!

მთაწმინდის სერით

მოჰქრის ნიავი

და აშრიალებს

ჭადრებს და ალვებს,

ებრძვის ელქტრო

ღამის სიავეს

და ესვრის ქალაქს

უთვალავ ქარვებს.

ხმაურობს ქუჩა...

და დარბაზების

გრძელი ჩრდილები

ნაპირებს წვდება.

მთვარე ღრუბლებში

ზის განაზებით

და ნისლიც სადღაც

ნაპრალში წვება.

დგანან ტაძრები,

მაგრამ ზარების

გუგუნი ჰაერს

არ არღვევს ეხლა;

სამაგიეროდ კვლავ ქართველების

ისმის სიმღერა,

ვით კლდეთა შეხლა:

"როდემდე უნდა

ზიდო ცოდევბი

შენ, დედამიწავ,

სივრცეში მსრბოლო:

სავსე ხარ სისხლით,

ცრემლით, გოდებით

და შხამიან წლებს

არ უჩანს ბოლო.

მაგრამ შენ, მიწავ,

უბედურთ კვნესა

ისე მოგესმის,

როგორც ყრმას ნანა,

თოფის წამალთან

ტალსა რომ ჰკვესავ,

რომ აფეთქდება

არ იცი განა?!

მაგ შენ სივრცეზე

არაა კუთხე,

სადმე ყოველ წუთს

არ ჰქუხდეს ომი,

მიწავ! დაჭლექდი:

ტყვიებს აფურთხებ

და გელის ბედი

უთუოდ რომის!

ვერ ხედავ განა,

რომ არ გასვენებს

ნიაღვარები

და მიწის ძვრები?

მიწავ! შენ წყევლა

გადაგასვენებს

როცა დაგახრჩობს

ლეში და ძვლები!

რომ სერავ ჰაერს

ასე თავხედად

და ისვრი დღეებს, -

ყოფის შავ ქულებს,

ნუთუ სიზმარში

მაინც არ ხედავ

მილიონობით

დაფლეთილ გულებს?!

არ ვიცით, მიწავ,

შენ ყრუ ხარ მართლა,

თუ იხშობს სმენას

განგებ თითებით,

როცა სიკვდილი

ზარბაზნებს მართავს

საწინაღმდეგოდ

ხომ არ ინთები?!

არ გვინდა ომი!

ჩვენ, ქართვლის შვილებს,

გვიყვარს შრომა და

შემოქმედება:

ახალ ქვეყანას

ზაჰესის ღილებს

ვავლებთ და წინსვლის

ცეცხლი გვედება!

მაგრამ შენ, მიწავ,

მოცულო ნისლით,

არ გესმის, ალბათ,

ჩვენი სურვილი;

გახელებულხარ

და გინდა სისხლით,

რომ გაანელო

ნდომა წყურვილის...

შენი ამბავი,

მიწავ, გვაოცებს

სანამ მკვლელები

შენს გულზე ზიან,

ნუთუ არ იცი,

რომ არ გაკოცებს

ჩვენი ალერსი

და პოეზია?!

მიწავ! დაგვნებდი!

ახალმა ძველი

უნდა დამარხოს -

ეს ხომ ცხადია?

ვიკისრეთ საქმე

დიდი და ძნელი

და გამარჯვებაც

გულით გვწადია!

ვერ შეგვაშინებს

ტანკი და გაზი,

გვფარავს სიმტკიცე -

ფოლადი, რკინა;

გავყურებთ რწმენით

მომავლის გამზირს

და ჩვენი სული

მზესავით ბრწყინავს!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვარლამ რუხაძე  • • •   ვარლამ რუხაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ