|
ფინიშის სწორზე ვარ და ვასწროებ უსწორმასწოროებს, ბებერი ხარის რქაცა ხნავსო, დაიმახსოვრეთ! გამოვეკერე ცას, ჩათვალეთ, როგორც გენებოთ. ბოლო სალმისთვის გამოვედი თბილისელებო! მოგეხსენებათ: კარგის მთქმელს უნდა კარგი გაგებაც. ჩემი სალამი არ ჩათვალოთ გამოსალმებად. სულით და გულით მუდამ თქვენთან, რომ ვიყო ვინძლო, თბილისს რომ რამე წამოსტკივდეს, საფლავშიც ვიგრძნობ! |
















