მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2535 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შენ ჩემს მაგიერ მტკვარს მოახსენე,

შორით რომ შენსკენ მოეხარება,

რომ შენი მიწა და სასახლენი,

მას ჩემზე მეტად ვერ ეყვარება.


აპრილს უთხარი, ძველად იცოდნენ

ჩვენში მისგვარი ნაჭრის საბანი,

შენს სიყვარულში ვერ გამისწორდეს,

ბევრიც მოგართვას იასამანი.


შენ მოახსენე მეტეხს, ძველებურს,

ჩემთან შენს ამბორს ნუ ეტანება

და მამადავითს, მთას გაგრძელებულს,

ფეხზე ადგომის მიეც ბრძანება.


მე დაგანახებ სხვა რამ სიყვარულს,

აპრილს და მტკვარს არ გავეტოლები,

შენმა მიწამ და გზებმა იხარონ,

ნაკლებ ერთგული არ გეყოლები.


შენ სიყვარულში აპრილს ვაჯობებ,

მეტეხს და მტკვარსაც, ჩემზე ხმიანებს.

ის გულში, როგორც კახეთს მაჭრობა,

ჩვენ გვიდუღს, მხოლოდ ადამიანებს.


მზე, შენობა და მიწა მარადი,

შენივე მიყვარს შენს მოქალაქეს,

არა ვით მტკვარს და აპრილს, არამედ

როგორც უყვარდა სამას არაგველს.


მათ თვის ქალაქთან თავის გასწირეს,

არ გაპარულან მტკვარში მხარულით,

მარად შევნატრი მათ სიყმაწვილეს

მე მესმის მხოლოდ ეს სიყვარული.


მხოლოდ გმირები გვყავს წინაპარი,

სხვა წინაპარი ჩვენ არ გვყოლია,

ყველა ვაჟკაცის ძარღვი მაგარი

მხოლდ ჩვენს მკლავში შენახულია.


ჩვენ აგიყვანეთ ცამდე ცამწვდენით,

ცა მიგელოდა? - განა ფირუზი,

შენი ბრძანებით ვარ გადამწვარი

მტკვრის ამწვანებულ სანაპიროსი.


დღეს შენს გაზაფხულს სად გავერიდო,

ყველა უბანს და გზას ახურია

რა დამდუღრავი და რა ფერადი

რა ცეცხლიანი გაზაფხულია.


ვერ შევიმაგრებ მე თავს და - მორჩა!

როს აყვავდება ბაღშიც შვინდები,

ჩამოვიფხატავ ცხვირ-პირზე ქოჩორს

შუა ქალაქში ავყიჟინდები.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ირაკლი აბაშიძე  • • •   ირაკლი აბაშიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ