|
ჩემი სარკმლიდან ვიწროდ ფენილ ქუჩებს გავყურებ.. იზმორებიან დამტვერილი ფიქრის ფთილები... მზე მძივად ისხამს მოციმციმე სხივთა სამყურებს... და "მეიდანზე" ცოცხლდებიან ვოდევილები...
და წყლის ანარეკლს ეცეკვება თეთრი თოლია... უკანასკნელი პატრუქივით ქანაობს ქარზე... ძველი დიდების გაცრეცილი მელანქოლია...
შორით უჭვრეტენ ჭადრის ხეებს - ჩრდილად გაფენილს... ძველ სარდაფიდან მეეზოვე ცოცხს ზანტად იღებს... და გზა-გზა დაგვით მიუყვება დაღლილ ქვაფენილს...
ყოველდღიურში ითქვიფება რუტინა ბაცი... უბნის ბოლოში - მცირე ფართში... - ფუსფუსა დალაქს... თმის შესაჭრელად ელოდება ჩაფსკვნილი კაცი...
ფრესკებს მოჰგვანან გორაკებზე ძველი სახლები... როგორც ჩადრის ქვეშ გამომწვევად მიმალულ ტუჩებს... ისე ხიბლავენ ყოველ გამვლელს ბაზრის დახლები...
ლაჟვარდს ცის თაღი სკიპტრასავით უპყრია ხელში... თითქოს ახატავს მზე ჩემს ქალაქს მბრწყინავ სამყურებს... და მე მიტოვებს ხვალის იმედს - ოცნების ფერში!... |
















