|
დავალ საყვარელ ქუჩებში და მიხარია, წვიმას მძინარე თბილისი დაუნამია, ეფინება ცაზე შუქი ცისფერი მიმაცილებს მტკვარი ძველი სიმღერით.
წვიმის წვეთები მაღლიდან ჩუმად მღერიან აქა დგას ჩემი მთაწმინდა, აქა დგას დედა ქართლისა, აქ ემღერება გულს.
და გორგასალიც მაღლიდან მომესალმება ფრთა გაშალე ჩემო ტკბილო სიმღერავ, სიყვარულით გული არ დაიღლება.
და თბილისელი ბიჭები მესალმებიან, ჩემი მიწა და მთა-ბარი, ჩემი სამშობლო აქ არი, აქ ემღერება გულს. |
















