მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2888 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

თბილისო, მე რომ შენთან მოვედი,

სიყვარულივით ვიდექ მდუმარი,

მეც უნდა ვიყო შენი პოეტი,

მე არ ვიქნები შენი სტუმარი.


ნუ დამიძახებ სტუმარს იმიტომ,

რომ უშენობა მჭირდა ასწლობით,

შვილი მშობელთან ვეღარ მოვიდა,

ვეღარ იცნობდა ნაცნობს ნაცნობი.


მე მარადიდში დამრჩა მარჯვენა,

ხიხანის ციხედ ვიყავ ქცეული

და შენი სიტყვის გადასარჩენად

ილეწებოდა ჩემი სხეული.


რა გლოვად ვიყავ, რა დასანახი.

ჭოროხს მეწამულ ფერში უვლია,

საქართველოში ალბათ კალმახი

მიტომ სისხლისფრად დაწინწკლულია.


გამომივლია ჭირი ყოველი,

ტკივილიც ვიცი, დარდის მოთმენაც,

მე ჭოროხგაღმა ორი სოფელი

დამრჩა ნახევარ ქართლისოდენა.


ის უშენობა დედამ იტირა

და შენი წიგნი ხელში ეჭირა.

მე შენი მტკვარის ერთი ზვირთი ვარ,

მე შენი მიწის ერთი კენჭი ვარ.


მე შენი ჩანგის ერთი სიმი ვარ,

და შენი ზეცის ერთი მერცხალი,

მე საქართველოს დიდი სიმღერა

მკერდში ჩავინთე ვით ნაკვერცხალი.


თბილისო, მე რომ შენთან მოვედი,

სიყვარულივით ვიდექ მდუმარი,

შენი შვილი ვარ, შენი პოეტი,

მე არ ვიქნები შენი სტუმარი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ფრიდონ ხალვაში title=  • • •   ფრიდონ ხალვაშის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ