მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 9148 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

შენი გულის ძგერა მესმის, 

მთაწმინდაზე შენთან ერთად ვმაღლდები, 

ვიცი რაზე ჩურჩულებენ 

შენი თბილი სახლები.


შენი ძველი ქუჩები და 

შენი ედემ-ბაღები, 

შენ ისეთი ლამაზი ხარ 

ავ თვალს არ ენახვები.


ჩემო თბილის-ქალაქო 

შენმა დარმაც იდარა 

შენ იხარე ოღონდაც 

მე სულ არა მინდა რა...


ვიცი როგორ გაჩნდი ქვეყნად, 

ისიც ვიცი რა ქარ-ცეცხლში გივლია, 

ისიც ვიცი ჯვარზე გაკრულს 

რომ არ დაგიჩივლია.


შვილთა შენთა სიყრმეს ლოცავს 

თამარი და ილია, 

შენით ცოცხლობს ყველა ვინც კი

შენი გამოზრდილია.


ვხარობ შენი დღე რომ არის,

მუმლი მუხას ვხედავ რომ ვერ ერევა

კარგად ვიცი მეგობარი,

გვერდით რომ არ გელევა.


ფიანდაზად გიშლის ჩეროს,

და გალობით გაფხიზლებს

ფეხზე დგება საქართველო,

შენი გულის ძახილზე


ჩემო თბილის-ქალაქო 

შენმა დარმაც იდარა 

შენ იხარე ოღონდაც 

მე სულ არა მინდა რა...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ