გრძნობა როგორ დაგიამო, ან რა ლექსი გიმღერო? ქალო, ალვისტანიანო, ვარდისა და მზის ფერო!
რაც აქედან წახველი? ო, ნეტავი ერთად იყოს თბილისი და წაღვერი...
თუ მიდამოს გავცქერი, მომანათებს შენი სახე და თვალების ჩანჩქერი.
თუ თბილისის მზეწვიას?.. ვერ მოვუსწარ მატარებელს, ეს რომ გამომეძია. ბევრი კოცნა დაგადევნე, ერთიც ვერ მოგეწია!..
რაც დატოვე ეს მხარე და წერილიც არ მომწერე, ერთხელ არ გამახარე!
მე კი მადნობს ივლისი, ო, ნეტავი ერთად იყოს წაღვერი და თბილისი!..
სხვას აენთე კელაპტრად?! არ გიყვარვარ? ჩემი ლექსი აბა, რად მოგენატრა?!
რატომ თავაზიანობ? თუ ჩემი ხარ, რატომ გინდა ეჭვით დამაზიანო? ჩემო ვარსკვლავთვალიანო, მთვარის თანაზიარო!
ვით ანკარა მთის წყარო, და მგოსანზე უკეთესმა ქვეყნად ვინ შეგიყვაროს?!
მსურს, რომ გადმოგიღვარო, სიხარულის დღეებია, მოდი, ჩვენც გავიხაროთ!.. |