მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1178 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მიყვარს ეს ზეცა,

ზოგჯერ ლურჯი,

ზოგჯერ ფერმკრთალი,

გაღვივებული შენზე ფიქრით ვარ ნაღვერდალი.

შენს სიყვარულში ვარ ღუღუნა ლურჯი ქედანი

და შენი მტრისთვის

თვით ვიქნები ტყვია ბერდანის,

გაღვივებული შენზე ფიქრით ვარ ნაღვერდალი.


მოვსულვარ ასე

ალალ გულით,

ალალ განცდებით

და თუ დაგჭირდე,

შენსავ მიწას დავენაცრები.


… დედოფალივით გამოსულა შენი მზე გარეთ,

დედოფალივით გამოსულა ჩემი მზე ქალიც

და ნეფესავით წამომდგარა ფეხზე ზეგანი …

აქ შენს ქუჩებში

დაფრთხიალებს ჩემი მზე ქალი

და მეც დავდივარ ამაყი და გულით მგზნებარი.

შენი წარსული განვიცადე კაცმა გულჩვილმა

და მეც ავტირდი - მეც იგივე იეთიმ-გურჯი ვარ.

წინაპრებივით სავალალო ბევრი მქონია,

ისევ შენს ბედზე გულში ჯავრი რომ ჩამყოლია,

ეს იმას ნიშნავს:

სადარდელი კიდევ მქონია.


მათ ბევრი ღამე გაათიეს შენზე კურთხევით,

კაცნი იყვნენ და …

მათ დაგიდეს ეს ქვაკუთხედი

და ბევრი ღამე გაათიე შენზე კურთხევით.

ისევ მათ ბედზე გულში ჯავრი რომ ჩამყოლია,

ეს იმას ნიშნავს:

სადარდელი კიდევ მქონია.


მე აღვაშენე,

ეს სახლები ახალთახალი,

მე ვიყავ იგი,

ვინაც დასცა შენს მტერს ლახვარი

და აღვაშენე სასახლენი ახალთახალი,

მე სურვილი მაქვს:

ყველაფერი სრულად გშვენოდეს,

კვლავ მე ვიქნები,

ვინც ააგებს ახალ შენობებს

და გაგვახარებს,

მაღლა - მაღლა წახვალ შენ ოდეს.

მოვსულვარ ასე:

ალალ გულით,

ალალ განცდებით

და რომ დაგჭირდე,

შენსავ მიწას დავენაცრები.


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - ნოდარ ნარსია  • • •  ნოდარ ნარსიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ