მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2675 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ოცდათხუთმეტი საუკუნეა,

რაც სიყვარულად მოედინები,

შენ, საქართველოს მძლავრო დუღაბო,

ნუ მოგვეშალოს შენი იმედი.

შენი ტაძრები და ქონგურები

წარღვნამ და დელგმამ ბევრჯერ დალახვრა,

მაგრამ ყოველთვის აღსდექ მკვდეთით და

დარჩი ჭეშმარიტ ქართულ ქალაქად.

სიცოცხლის, ღიმის, შვების, ხალისის,

წყარო ხარ წმინდა და ოაზისი,

ყოველ საღამოს ნანას გიგალობს

და ყოველ დილით პირს გბანს ფაზისი.

ო, ქუთაისო, კვლავ ტკივილამდე

ხარ მშობლიური, და ხარ კეთილი,

გადარჩენილი თეთრი ბაგრატი

დღესაც თავს გადგას ნათლის სვეტივით.

ე, მაგ მზისა და ლაჟვარდის ეშხით,

ვიცი, ჩემამდეც ბევრი დაბუგე,

მეც შენს წიაღში ავიდგი ფეხი,

მანდ დამრჩა ყრმობა და სიჭაბუკე.

მიყვარხარ ისე, როგორც სიცოცხლე,

მე შენ ყოველთვის ასე მიყვარდი,

და სულ შენს გულში მინდოდა ყოფნა,

მაგრამ ცხოვრებას სხვაგან მივყავდი.

შენი ატმებით და ალუჩებით,

ბროწეულების დამსკდარ მარჯნებით,

მაინც ჩემში ხარ, როგორც იყავი

და სამუდამოდ ჩემში დარჩები.

ჩემში ხარ მუდამ, მზეა თუ თოვლი,

ჩემში ხარ მუდამ, წვიმს თუ ქარია,

ჩემში ხარ ახლაც, მიჭირს თუ მილხინს,

ჩემში ხარ, მტკივა თუ მიხარია.

მეძახი ცხადში, მიხმობ სიზმარში

და ნეტარების ცრემლი მერევა,

მე ბედნიერი შენთან ვიყავი

ახლა სადღაა ბედნიერება.

შენს აწმყოს, მყობადს და ისტორიას

დღეს უამრავი უმზერს ტურისტი,

მაგრამ შენ მათთვის ეგზოტიკა ხარ,

მე კი სისხლს დავღვრი შენი გულისთვის.

მე ჯერ შენ სიტყვაც ვერ შემოგბედე,

თუმც რა ხანია მახრჩობს სათქმელი,

მე ხომ გელათის დიად ტაძარში

ავანთე ჩემი რწმენის სანთელი.

ის ისევ იწვის და იღვენთება,

ისე ისევ ელავს და არ ჩაქრება,

აღარ მეღირსოს კვლავ შენი ხილვა,

თუ გიერთგულო სხვაზე ნაკლებად.


ლექსები ქუთაისზე   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ