|
ჯერშეუმშრალი მითის მელანი მიდის რიონი - აიას გმირი. შებინდების ჩქერს მოყვება სავსე მთვარე. თეთრ ქვებთან ისვენებს გმინვით. და ეს ხიდები, როგორც შოლტები მიაჭენებენ მდინარეს დაღმა, მარტო ბზა, ლეღვი და ბროწეული? რამდენი დღე და ღამეც გადახმა?! ციცინათელას ფრთიან სანთელზე ლოცულობს ვიღაც დიდების ხსოვნას და ღამურებიც ქვესკნელის მთებზე ჩვენი ლურჯი ცის ვარსკვლავებს ძოვენ. ზეციდან მოსჩანს დათხრილ თვალივით ჭერმორღვეული ტაძარი უფლის, წვიმის წყლით სავსე ქვევრების თავთან შლის ისტორია საკურთხის სუფრას და იპატიჟებს კოღოს და ბაყაყს, ქარს, მტვერს, სიჩუმეს, გველს და მორიელს. რა გჭირს ასეთი, ჩემო ქვეყანავ, საშენო ჭირი რომ ვერ მოლიე? |
| ლექსები ქუთაისზე • • • |
















