მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3035 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შენს სამთხვევნად ჩამოვსულვარ,

მე როდი ვარ უთავისო,

საქართველოს მადლის ძუძუვ,

ვარდასხმულო ქუთაისო.


სიყვარული ძველისძველი

ყველა ისრით გულს დაესო,

გულმაც რა ჰქნას ამის მეტი,

საწყაული თუ აევსო.


თუ დავითის ანდერძს ვტეხდე,

შენს სუფრაზე ნუ დამისომ!

მის მოტანილ ლოდზე ვდგევარ,

გმირთა მამავ, მუდამისო!


მიყვარს კვალი გავლებული

შენი პირველ გუთანისო,

ვარდასხმულო, ვარდის დედავ,

საოცნებო ქუთაისო!


რა ვუყოთ, რომ დაგარბიეს,

დიდხანს იყავ უგაისოდ, -

შენი ვარდი უჭკნობია,

შენი მზეა - უდაისო.


ახალ ცეცხლით გამინათე,

ძველი ცეცხლი თუ დაივსო,

ჭაღარავ და სულ ჭაბუკო,

სულ რაინდო ქუთაისო.


საუკუნეს სძინავს მრავალს

შენს ძველ ქვებში, მზის ქალაქო,

ქართლის ფუძის ჩამყრელი ხარ,

დღესაც არ ხარ უბარაქოდ.


ბაგრატის მთით გადმოგხედავ,

დიდ შვილების მეაკვანეს,

წინაპართა გადმოცემულ

ახალ დროშას მიაქანებ...


შენ - რიონის ლურჯო ზვირთო,

შენ - გელათის ქვაკუთხედო,

ჩემი ძარღვი, ჩემი ლექსი

თქვენის მადლით აკურთხეთო!


შენს უვარდოდ - უმაისოდ,

ლექსს ვერ ვიტყვი, ქუთაისო!

ვაჟას სულმა გამომგზავნა,

მისი ლექსიც მსურს დავისწრო,


აკაკის ჩანგს დავუჩოქებ,

ვეტყვი, მამავ, უმამესო!

ხომ გახარებს აყვავება

ქართლის ვაზის თუ ყანისო,


გალაკტიონს - შენს თბილ სუნთქვას -

ერთად ვუთხრათ, უამესო!

დღესაც ბევრი გყავს ოსტატი,

სანატრელო ქუთაისო!


კოცნა მომაქვს თბილისისა,

გორისა და რუსთავისო!

მე ამ კოცნის ნაპერწკალის

წინწკალი ვარ, ქუთაისო.


მინდა გულში ჩაგივარდე,

საქრობად ხელს ნუ დამისობ,

შენს უვარდოდ - უმაისოდ,

მზეც არ მინდა, ქუთაისო!

 

ლექსები ქუთაისზე   • • •   პოეზია - გიორგი ლეონიძე  • • •   გიორგი ლეონიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ