ჯაჭვის ხიდი, ჩვენი ხიდი, ჯაჭვი რაჭა-იმერეთის, ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის ბალღობიდან - სიბერემდის.
მეტივური აღარ ისმის, ნეტავ ლექსიც მეტი მეთქვა მეტივეთა საკადრისი.
ათი კაცის საფარავში, რიონს ზურგზე ვახტებოდი, როგორც ლურჯას ფაფარაშლილს.
და ვერც ახლა გავხდი დინჯი. წყალს ვტაცებდი აბაზიანს, ვით მყვინთავი ზანგის ბიჭი.
- წყალი როგორც გაკრთობს, კაცო! გადახტიო, ყაჩაღ რიონს რომ ბალღობაც გამოსტაცო.
ჯაჭვი რაჭა-იმერეთის, ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის ბალღობიდან - სიბერემდის. |
ლექსები ქუთაისზე • • • ![]() |