ვიდრე ქუხდა სამამულო ომი, ძმებთან ერთად იდექ ტყვიის ცეცხლში. თუმცა იყავ უშიშარი ლომი, ბავშვის გული გედგა მაინც მკერდში.
საგზლად წაგყვა სიყვარული მწველი, შერჩენია დაობლებულ კალათს ბურთი, როგორც განშორების ცრემლი.
ქუხს რიონის აქოჩრილი ტალღა, თეთრ ხიდიდან ხტები კოხტა ბიჭი, მაგრამ უკვე ვერ გასცურავ გაღმა.
გაქცეულა წუთისოფლის ჩრდილი, სამარეზე არ დაგტირის ცოლი და არც დაგრჩა მონუგეშე შვილი.
დაგაღვარეს ცრემლით სავსე თასი, სიცოცხლეშიც მხარში გედგნენ მუდამ, სიკვდილშიაც გაგაცოცხლეს ქვაში.
სადაც შენი სიჭაბუკე შფოთავს. მოვდივართ და გესალმებით კვლავაც: გამარჯობა, საყვარელო ოთარ! |
ლექსები ქუთაისზე • • • |