ფაზისის ტალღა, ფანფარები, რკინის ბელადი დღე გუშინდელი, დღევანდელი - ფიქრად ავკეცე, მოჩანს ზარი და სამლოცველო, მოჩანს გელათი და კოშმარებში გახვეული ჩვენი სამხეცე.
ქალდეის ჩრდილი ირეკლება ღრუბლის სარკეში, და ქალებს ჩანგლავს დაშაქრული იზაბელათი სვანიძის ბიჭი - მექალთანე და მოანკესე. იცვლება კადრი - ფიქრის ბაღი, ბაღში ბორხესი, ბორხესის იქით - მოწამეთა და რიონჰესი.
ჩავცქერ წიაღებს, წიაღებში - უძრავ ფარაონს, ბორგავს მდინარე რომელიღაც ათასწლეულთან და მდინარეში აიეტის ლანდი ქანაობს... |