სიყვარულს ჰგავს ეგ შენი ცა კრიალა, დალოცვილი, ალბათ, უფალს თუ ჰყავდი. ქუთაისო, მარტო ჯანსუღს კი არა, ჩემს საყვარელ დიდ აკაკის უყვარდი.
არის, განა, იოლი, ანდა, ვინმე უფრო კარგს რას გეტყოდა, შენ გეტრფოდა დიდი გალაკტიონი, გალაკტიონს შენი გული ეტრფოდა!
სად მივიდე, კიდევ სად, რაც შენ გიყვარს, გულთან მარად მიმაქვს ის, ჯაჭვის ხიდით მივალ ბაღის კიდესთან, ვადღეგრძელებ ჩემს საყვარელ ქუთაისს! |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია |