|
მეწამულ ფერით იღებება ზეცის კიდური, ლალსა და ბადახშს ვიღაც აფრქვევს ღრუბლებზე უხვად. რიონის ველი იისფერად ჩანს დაბინდული, და შორით მთები ჩაძირულან ლაჟვარდში უხმოდ.
მწყობრად ინთება ვარსკვლავების ნაზი კრებული. პოეტის საფლავს და ბაგრატის ნანგრევებს მთაზე დანათის ზეცა ალმასებად გაბრწყინებული.
შავი ზღვის სუნთქვა საამური ჰაერს აგრილებს, როცა ნიავი მოალერსე გაშლილი ფრთებით გაივლის ქუჩებს და შეარხევს ბაღებში ჩრდილებს, -
უცბად იელვებს, გაბრწყინდება და გაჩაღდება, და რიონჰესის დაუშრეტი შუქის ბარაქით მშვიდი ცხოვრების და გმირული გარჯის ალაგი მზისებრ ნათელი, სხივოსანი ისევ გახდება! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















