|
სიტყვა გულისა, შენი სადარი, დღემდე ვერ გითხარ, ამად ვღონდები, კოლხეთის ბურჯი, ბაირახტარი, ფიქრში მიზიხარ და მაგონდები.
შენც თბილისივით ბევრჯერ გვემულო, გამოწრთობილო ცეცხლის ღელეში, ბევრჯერ ნანგრევო, კვლავ აგებულო!
ტაძარი დიდი და დიდებული, მტრებთან ბრძოლებში გმირობა შენი არს უკვდავებით გაბრწყინებული.
არ დასტყობია შენს მაჯას დაღლა, ძველ განძს იცავ და ახალს აშენებ, ძმობის ალამი გიჭირავს მაღლა.
გულში და იმ დროს ვიგონებ თრთოლვით, როცა პირველად გეწვიე, მახსოვს, იდგა ზამთარი ყინვით და თოვლით,
ვისაც წამება სიყრმითვე მდევდა, მსურდა მეპოვა შენში მფარველი, ჩემი სამშობლოს მეორე დედავ!
მიმიღე ძმურად ტლუ და ეული, ვიგრძენი შვება მე შენს წიაღში, დედური სითბო მზით მოფრქვეული.
და იმ წუთებით ვარ ბედნიერი, როცა პირველად შენს ბაღში ვნახე დიდი აკაკი, მეფურ იერით.
ომით შობილი საშინელების, როცა მეფობდა ირგვლივ, შავბნელი, ძალა ჯალათი, ჩაგრულ ერების,
მე შენში განვლილ მღელვარე დღეებს, როს რისხვის ქართა გრიალი იწყეს, დასცეს თავზარი მტარვალთ ბუდეებს!
გამარჯვების მზემ იელვა როცა, განთავისუფლდა ჩემი მამული და აფრიალდა წითელი დროშა!
ნადგურდებოდა მჩაგვრელთ ქვეყანა, ო, რა სიამე ვიგრძენი მაშინ დამავიწყდება ოდესმე განა?
გული სიბერის ნისლით აივსო, მაინც თან დამდევს ო, ქუთაისო, შენი ზღაპრული ზეცის კამკამი!
სამარადისოდ დაუვიწყარი, უნარნარესი ბუნება შენი, ო, დაილოცოს მისი გამჩენი!
რა მომხიბვლელი ხარ, ქუთაისო! |
















