მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2099 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ჩემო საყვარელო ადგილებო, ჩემო მოჭიხვინე რიონო,

როცა დავბერდები, სიბერესთან უნდა შენებურად ვიომო,

შენა ხარ ბავშვური სიხარულის ჯერაც აუხსნელი იგავი,

შენთან ბედნიერი, (უფრო მეტიც)

შენთან უდარდელი ვიყავი...

სიჭაბუკის ჭალა, გაიჩეხა, დარჩა მხოლოდღა ნაფოტი.

ბავშვობის შიშო და სიხარულო,

მუხის ფუღუროდან გამოდი.

ჭინკებმა გამტყვრალი მეწისქვილე დაიჭირეს და გაპარსეს,

მისი წისქვილი და ყაბალახი ცხენებს გამოაბეს ფაფარზე.

ნიკორა ბოსტნიდან მომაბღავლებს,

ჩემი წარღვნამდელი ღვთაება,

გუთანს ეწევა და მიბურღაობს

დევების წარმოთქმულ ტაეპად.

მისი გუშინდელი გუთნისდედა,

მისი გუშინდელი მეხრე ვარ.

და ჩემი ბავშვობის ბილიკები რქებზე ბაწარივით ეხვევა.

ქანაობს პატარა სამწყემსური

ნიკორას რქებზე და თხის კუდზე,

ალი ნაწნავებით აბრიალებს

წყალში მოჭყუმპალე ხის კუნძებს.

არღნიდან ჭირვეულ მაყარივით

გადმობარბაცდება სიმღერა,

გზაზე შემხვდება და გადამკოცნის,

სიყვარული იცის იმხელა.

ადგილის დედაო, შემიფარე...მომე ბედნიერი სიბერე,

ამ მხარეს წყალობას ნუ მოაკლებ,

ნურცა მშვიდობას და სიმღერებს.

ადგილის დედაო, დამიფარე, გული დამიყენე საგულეს,

შენი ჭირნახული მიწილადე, შენი მყუდროება მარგუნე.

ჩემო საყვარელო ადგილებო, ჩემო მოჭიხვინე რიონო,

როცა დავბერდები - სიბერესთან უნდა შენებურად ვიომო.

 

ლექსები ქუთაისზე  • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ