მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2019 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

როცა ქალაქში საღამო დგება,

მოჰქუხს რიონი მთების ნადავლით,

წყლის ზედაპირზე აილანდება

ჟამგადასული ერთი ჭადარი.


ქარს ფრთებში უცებ ელევა ძალა,

ღრუბლებს გუნდ-გუნდად დაიმორჩილებს

და ჩამომხრჩვალი კაცების დარად

მთვარე ტოტებზე გაჰკიდებს ჩრდილებს.


ჟრჟოლა დაუვლის ჭადარს ფესვამდე...

ისევ იგონებს გაბოროტებით,

მის ქვეშ მახვილებს როგორ ლესავდნენ

და სახრჩობელად ჰქონდა ტოტები.


... შემდეგ ბესიკი აჰყვება ლანდებს,

ღამეში სიტყვას ააყვავილებს,

ყელს მოიღერებს და რიჟრაჟამდე

ანა დედოფალს უმღერს შაირებს.


გაეღვიძებათ გმირთაგმირებსაც,

აღარ უცდიათ ხმალი რა ხანი...

ირგვლივ ისრების ფრთები ირევა

და ფარ-შუბების ისმის ჯახანი.


მხოლოდ ჭადარი თავისთვის ფიქრობს,

რიონის ნელი ჩქამიც გაისმის.

მაღლა ვარსკვლავნი ბრწყინავენ თითქოს

ზეცის სარკეში სჩანს ქუთაისი.

 

ლექსები ქუთაისზე  • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ