მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1646 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

დატყლაშუნობს შოლტივით

ქუთაისის ქარში,

მუდამ ერთი მოტივი,

მუდამ ერთი მოტივი,

მუდამ ერთი მოტივი -

მენდელსონის მარში.


ხალიბი და თუბალი

კაცად არვის უჩანს...

ურიების უბანი,

ურიების უბანი,

ურიების უბანი -

მახარაძის ქუჩა.


მწვანე მთვარის ფოკუსში

გადამტყდარი წვიმა;

მეორმოცე ოპუსი,

მეორმოცე ოპუსი,

მეორმოცე ოპუსი -

ორმოცი წლის წინათ.


ცივი წვიმა მაცრიდა

ცრემლებივით მწუთხე...

ვაი, როგორ დაცლილა,

ვაი, როგორ დაცლილა,

უცნაურად დაცლილა -

ურიების კუთხე.


მათი თბილი მაისი

წაყოლია მერცხლებს,

ძველ ქუჩაზე გაისმის,

ძველ ქუჩაზე გაისმის,

ძველ ქუჩაზე გაისმის -

ბეთხოვენის მეცხრე.


პატეფონის ზრიალით

მღერის მწარე საგა;

ქუჩა გვქონდა ზიარი,

ეზო გვქონდა ზიარი,

სახლი გვქონდა ზიარი -

რა გინდოდათ სხვაგან!


სულში ტოკავს ტოტივით,

მარად საოცნებო;

მენდელსონის მოტივი, 

მენდელსონის მოტივი, 

მენდელსონის მოტივი,

დაკარგულო ძმებო.


ხმა გაისმის კვნესადა,

მოიმღერის მთვრალი:

ურიელა, შეშა და

ურიელა, შეშა და

ურიელა, შეშა და

ურიელა, წყალი.


მწვანე მთვარის ფოკუსში

აელვარებს ფერებს,

მეორმოცე ოპუსი,

მეორმოცე ოპუსი,

მეორმოცე ოპუსი -

ორმოცი წლის მერე.


ლექსები ქუთაისზე  • • •  პოეზია - ვახტანგ გოგოლაშვილი  • • •   ვახტანგ გოგოლაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ