|
ბათუმი - ჩემი ლურჯი სიზმარი, ბათუმი - ჩემი ლურჯი ოცნება და ფიქრში ყოველ დილა ცისმარე ამ ცის კრთომა და გასხივოსნება.
ბათუმი - ლურჯი ტალღის დგაფუნი, ბათუმი - ჩემი სიმღერა, ლექსი, ჩემი სიტყვა და ჩემი ქართული.
წვიმა და თქეში მკერდზე დახლილი, არ მოგვეშალოს აღარასოდეს ძმური გადაძახ - გადმოძახილი.
ეს სიგრძეთი და ეს სიგანეთი, მოველ, მწყურია, დამამწყურვალე შენი სილურჯით და სიმწვანეთი.
უკუნეთი რომ გამოვატარეთ, მერე ღვთიური სანაპირეთი, გულს დამახატე და გამატანე.
და მადლობელი სამარადჟამოდ. რომ არ მეძახდეს ჩემი გელათი, ჩემი ბაგრატი და ქუთაისი,
ჩემი აკვანის და დასამხრისის, სადაც ამდენი წელია ვიწვი, ჩემი სიტყვით და ჩემი ჭაღარით,
ზღვის ალერსი თუ მზის სიკაშკაშე. შენ აქ მიხედე ლექსის ფალავნებს, ქართული სიტყვის რჩეულს ვაჟკაცებს,
მკერდსდახატული ლურჯი ოცნება და ყოველ დილა, ყოველ ცისმარე შენი ცის კრთომა და სხივოსნება.
ვამბობ, ერთურთი მარად გვახსოვდეს და სიყვარულით გადაძახილი არ მოგვეშალოს აღარასოდეს. |
















