|
მე ახლა ისე შევალ წვიმაში როგორაც გულში შემოდის დარდი, თუ ბათუმივით მე მიყვარს წვიმა, ხომ შეიძლება მასაც ვუყვარდე.
მზე პირს იბანდეს, ისე იწვიმოს, და მერე როცა გადაიკარებს ცისარტყელაში გამოიბრწყინოს.
მორთოს ქუჩები იაგუნდებით და თოლიების ფრთათეთრ გუნდებით შექმნას ბათუმმა სხვა ლეგენდები...
ავყვები ლაჟვარდს – ჩიტს ფრთახატულას, მზეწვიმა ლამაზ ჰანგებს იმღერებს რომ ფრთა გაშალოს ჩემმა ბათუმმა. |
















