|
კენჭებს ბათუმის გზებზე ვალაგებ, პალმების შრიალს ბოლო არ უჩანს და სიყვარულით სავსე ქალაქი სანაპიროზე ცდილობს გარუჯვას...
სხივი მოირგეს მკერდის პირამდე, გემიც დაიძრა ჰორიზონტისკენ, რომ ზღვის წვეთივით გაუჩინარდეს...
მის გულდიდობას არა აქვს ბოლო და მზე მიიწევს ყველაზე მაღლა რომ ჩიტისხელა გამოჩდეს მხოლოდ...
პალმების შრიალს ბოლო არ უჩანს და სიყვარულით სავსე ქალაქი, სანაპიროზე ცდილობს გარუჯვას... |
















